4 ნიშანი, რომელიც არასდროს მოკვდება სიღარიბეში

1475
SHARE

შესაძლოა, ყველა ადამიანს ჰავაის კუნძულებზე დიდებული პენტჰაუსის ყიდვა არ სურდეს, მაგრამ ფინანსური სტაბილურობისკენ ნამდვილად ყველა მიილტვის.
“თუ ღარიბად დაიბადები შენი ბრალი არ არის, მაგრამ თუ ღარიბი მოკვდები, ეს უკვე შენი ბრალია” – ეს სიტყვები Apple-ის თანადამფუძნებელს, სტივ ჯობს ეკუთვნის. მართალია, შრომა მნიშვნელოვანია, მაგრამ, შესაძლოა, გამდიდრებისას ბედისწერამ (როგორც ხშირად ეძახიან, ფორტუნამ) გადამწყვეტი როლი ითამაშოს. გთავაზობთ იმ ნიშნების ჩამონათვალს, რომლებიც სიღარიბეში არასდროს დაიხოცებიან:
1. ქალწული
სხვა ნიშნებთან შედარებით, ქალწული ყველაზე რაციონალურია და კრიტიკულ სიტუაციებშიც კი ცივი გონებით მოქმედებს. მას აქვს დისციპლინა, ახასიათებს გეგმიურობა და არასდროს უხვევს გზიდან. იგი მიდრეკილია სტაბილურობისკენ, ამიტომ როგორც კი ფულის შოვნას იწყებს, ინახავს ან გონივრულად აბანდებს მას. გამდიდრებაში ქალწულს თავისი პერფექციონიზმიც ეხმარება. ბოლოს და ბოლოს, ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომელიც არასდროს დაიწუწუნებს ბევრი სამუშაო მაქვსო, უბრალოდ, თავს ჩახრის და საქმეს შეუდგება.
2. მორიელი
ქარიზმატული მორიელების შეჩერება შეუძლებელია! ისინი ყოველთვის იღებენ სასურველ შედეგს. ეს ნიშანი ადვილად მდიდრდება, მაგრამ რისკის სიყვარულის გამო, ხშირად სწრაფადვე კარგავს ქონებას, თუმცა, აქვე უნდა ითქვას, რომ ყოველთვის იბრუნებს უწინდელ
მდგომარეობას ან უკეთეს რეალობას იქმნის. მორიელები ადამიანებს ან ნუსხავენ, ან აშინებენ – ასე ახერხებენ მათ მართვას. მორიელს ბრწყინვალე ალღო აქვს, რომელსაც აქტიურად იყენებს საქმეში. ყოველივე ზემოხსენებულის გარდა, მორიელებს ახასიათებთ ცნობისმოყვარეობა, რაც ხშირად უბიძგებთ ინფორმაციის შეგროვებისა და ექსპერიმენტებისკენ. 21-ე საუკუნეში კი არაფერი გამდიდრებს ისე, როგორც საჭირო ინფორმაციის ფლობა და მისი სწორად გამოყენება.
3. კირჩხიბი
არ არსებობს კირჩხიბზე ხელმომჭირნე ნიშანი. მაშინაც კი, როცა კირჩხიბს მცირე შემოსავალი აქვს, ფულის გადანახვას ახერხებს. საქმე ისაა, რომ ამ ნიშანს სიკვდილივით ეშინია – შესაძლოა, უფრო მეტადაც კი – უფულოდ დარჩენის, რადგან სიტუაციაზე კონტროლს კარგავს და აღარ იცის როგორ მოიქცეს. კირჩხიბები ძალიან კრეატიულები არიან და ინოვაციურად აზროვნებენ, რაც იდეების გაყიდვაში ან მაღალანაზღაურებადი პოზიციების დაკავებაში ეხმარებათ. აქვე უნდა ვთქვათ, რომ კირჩხიბის ნიშნის ქვეშ დაბადებულები სანდო ადამიანები არიან, რასაც სხვები ქვეცნობიერის დონეზე გრძნობენ, ამიტომ ყველას მოსწონს კირჩხიბთან ერთად მუშაობა და არც ხელფასზე აწუწუნებენ.

4. თხის რქა
იშვიათად ნახავთ თხის რქას, რომელიც გართობაში ხარჯავს ფულს. მას ურჩევნია თანხა შეაგროვოს და ბიზნესი წამოიწყოს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნიშანს ფულის შოვნის განსაკუთრებული ნიჭი აქვს. ხშირად თხის რქები ადრეული ასაკიდანვე იწყებენ მუშაობას, რაც გამოცდილების სხვებზე ადრე შეგროვებაში ეხმარებათ.

განაგრძეთ კითხვა:https://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი