4 მიზეზი, თუ რატომ არიან წვიმის მოყვარული ადამიანები უფრო ბედნიერები

844
SHARE

თუ თქვენ იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებით, ვისაც მზიან ამინდს ავდარი ურჩევნია, პლუვიოფილი ხართ – ასე უწოდებენ ადამიანებს, ვისაც წვიმა უყვართ.
ალბათ, უცნაურად გეჩვენებათ, როდესაც სხვა ადამიანები მუდმივად წუწუნებენ წვიმის გამო, რადგან პლუვიოფილებისთვის მოღრუბლულ ამინდზე უკეთესი არაფერი არსებობს. პორტალი lifehack.org გთავაზობთ რამდენიმე მიზეზს, რატომ არიან წვიმის მოყვარული ადამიანები უფრო ბედნიერი, ვიდრე ისინი, ვისთვისაც მოღრუბლული, ნაცრისფერი დღეები მხოლოდ დისკომფორტთან ასოცირდება.
1. მათ შეუძლიათ სრულად დატკბნენ საკუთარი ცხოვრებით ისევე, როგორც წვიმიანი ამინდით
წვიმის მოყვარულებს შეუძლიათ, სიამოვნება მიიღონ ყველა წამით. ისინი წვიმას აღწერენ ისეთი წვრილმანი დეტალებით, რომლის შესახებაც თქვენ, შესაძლოა, არასოდეს გიფიქრიათ. პლუვიოფილებს დაუსრულებლად შეუძლიათ ისაუბრონ წვიმის მშვიდ ხმასა და იმ სიამოვნებაზე, რომელსაც წვიმიან ამინდში სეირნობისას იღებენ.
2. ისინი მეტად არიან დარწმუნებული საკუთარ თავში
თუ თქვენ ხართ ზრდასრული ადამიანი, რომელიც წვიმაში 4 წლის ბავშვივით აღტაცებული დარბის, სავარაუდოდ, სულ არ გაინტერესებთ, რას ფიქრობენ სხვები თქვენს შესახებ. თუ პლუვიოფილს თმა დაუსველდება, ან წვიმა მაკიაჟს გაუფუჭებს, ესეც კი არ ადარდებს.
3. ცხოვრების მძიმე მომენტებში მეტად ხალისიანები არიან
იმისთვის, რომ ყვავილები ამოვიდეს, პლუვიოფილებმა იციან, რომ მცირე წვიმაც საკმარისია. როდესაც მათ ცხოვრებაში მოვლენები არასასურველად ვითარდება, დარწმუნებულები არიან, რომ სირთულეები მალე გაივლის. მათი ლოგიკაა, “ვერ დაინახავ ცისარტყელას, თუ არ იწვიმებს.”
4. ისინი სევდაში სილამაზეს ხედავენ
პლუვიოფილებს ხშირად სჩვევიათ უსიამოვნო გრძნობებისგან გონების გაწმენდა ტირილით. მათთვის წვიმიანი დღის გატარების ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ტელევიზორთან მოკალათებულებმა უყურონ სევდიან მელოდრამებს და დაუსრულებლად იტირონ.

წყარო: http://www.ambebi.ge

Comments

comments