5 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

77
SHARE

ვერძი
შეიძლება ენერგიის ნაკლებობა, გადაღლილობა იგრძნოთ. მოერიდეთ კამათს ოჯახის წევრებთან. აკონტროლეთ ქცევა. გაისტუმრეთ ვალები.

კურო
დღეს იღბალი გამოცდას მოგიწყობთ; მორალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური სიძლიერე უნდა გამოავლინოთ. შეიძლება მეგობრების, ნათესავების პრობლემების მოგვარებამ, მათზე მზრუნველობამ მოგიწიოთ.

ტყუპი
აუჩქარებლად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. სწორად უნდა გათვალოთ თითოეული ნაბიჯი და შედეგი, რომელსაც ეს ნაბიჯები მოგიტანთ.

კირჩხიბი
მოერიდეთ კამათს გარშემო მყოფებთან. ნუ მოექცევით გარშემო მყოფების გავლენის ქვეშ. დამოუკიდებლად საქმეების დასრულება გაგიჭირდებათ. ამიტომ, საქმე კოლეგებსაც გადაუნაწილეთ.

ლომი
ნუ მოგერიდებათ საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის. თანამოაზრეებს, მეგობრებსა და მეცენატებს საკუთარი იდეები გააცანით.

ქალწული
არ იზარმაცოთ, კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. დასაშვებია ავანტიურა და ექსპერიმენტები.

სასწორი
კარგი დღეა ავტომობილის შესაკეთებლად და ბინის რემონტისთვის. აგრეთვე, ფიზიკური აქტივობისა და ჰობისთვის.

მორიელი
დღეს ნებისმიერ საქმეში წარმატებას მიაღწევთ. ზოგიერთს გაუმძაფრდება ინტერესი მედიცინისა და ტექნიკის მიმართ. კარგი დღეა იოგისა და თევზაობისთვის.

მშვილდოსანი
დილა გადაუდებელ საქმეებს დაუთმეთ. არ იზარმაცოთ. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გავლენიან ადამიანებთან. დროა, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

თხის რქა
ნუ შეგეშინდებათ დინების წინააღმდეგ გაცურვის, მომაბეზრებელი კავშირების გაწყვეტის, ძველი საქმეების მიტოვების.

მერწყული
ზოგიერთი მერწყული ნანატრ თავისუფლებას მოიპოვებს, მაგრამ გაფრთხილდით, ზედმეტი არ მოგივიდეთ. ეცადეთ, ყველაფერში ”ოქროს შუალედი” შეინარჩუნოთ.

თევზები
სიფრთხილე გმართებთ მუშაობისას და გარშემო მყოფებთან ურთიერთობისასაც. ნუ დაუშვებთ შეცდომებს, რომელთა გამოსწორებაც მომავალში ძვირი დაგიჯდებათ.

წყარო: Astrologi.ge

Comments

comments