4 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

955
SHARE

ვერძი

კრიტიკულად საშიში დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო შეტყობინება, რომელიც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. გირჩევთ, ყოველი სიტყვა მოზომოთ და ალკოჰოლს არ გაეკაროთ – გამორიცხული არ არის კონფლიქტი პარტნიორებთან ან მეგობრებთან და ოჯახში სკანდალი.

კურო

სტუმრების ვიზიტს, ნათესავებთან ან მეგობრებთან შეხვედრას შესაძლოა, უთანხმოება მოჰყვეს. კარგი იქნება, თუ კონფლიქტურ სიტუაციაში ახლავე გაერკვევით და სამომავლოდ არ გადადებთ. დღის მეორე ნახევარში მიღებული მოულოდნელი ცნობა გაიძულებთ, საკუთარი გეგმები შეცვალოთ. ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის.

ტყუპები

მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც მოულოდნელი შედეგები მოჰყვება. ვარსკვლავები გირჩევენ ემოციები დაიცხროთ. გახსოვდეთ, რომ ცივი გონებით მიღებული გადაწყვეტილება კრიზისულ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალია. ეცადეთ პროვოკაციებს არ აჰყვეთ.

კირჩხიბი

ხელსაყრელი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, მაგრამ ეს არსებული პრობლემებისგან ვერ გაგათავისუფლებთ. კარგი იქნება, თუ კონფლიქტურ სიტუაციაში ახლავე გაერკვევით და სამომავლოდ არ გადადებთ.

ლომი

საშიში, კრიტიკული დღეა. ერთგვარმა ქაოტურობამ და ყველაფრის ერთდროულად კეთების სურვილმა შეიძლება შეცდომები და ტრამვაც კი გამოიწვიოს. ერიდეთ სიმაღლიდან ჩამოვარდნას, მოსალოდნელია მოტეხილობა. თუ შესაძლებელია, გადადეთ მძიმე ფიზიკური შრომა. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა, უსიამოვნო შეტყობინებამ გეგმების შეცვლა გაიძულოთ.

ქალწული

ეს დღე სავსეა მოულოდნელობებით, როგორც სასიამოვნო, ისე – ნაკლებად. ნურაფრის შეგეშინდებათ, ამჟამად ნებისმიერ საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. თქვენი მონდომება და შრომისუნარიანობა კოლეგებს გააოცებს. საღამოს ძველ მეგობართან სასიამოვნო შეხვედრა გელით.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა. კომბინაცია, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებდით, შეიძლება ბანქოს სახლივით ჩამოგეშალოთ. ახლობელმა ადამიანმა შესაძლოა, ძალიან საჭირო რჩევა მოგცეთ. გამორიცხული არ არის, რომ თანამოაზრეთა გუნდმა ბიზნესის წარმატებით გაგრძელების გზა იპოვოს. თუ ახალი საქმიანი პროექტის დაწყებას გეგმავთ, ეცადეთ, გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ. შესაძლოა, პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება მოგიწიოთ.

მორიელი

ეს დღე მოგონებებს და წარსულში დაბრუნებას განასახიერებს. მოსალოდნელია შეხვედრა ძველ მეგობრებთან ან დიდი ხნის უნახავ ნათესავებთან. მოსალოდნელია კომპრომისი სურვილსა და მოვალეობის გრძნობას შორის. ემოციური ცხოვრება არასტაბილურია. ეცადეთ, დღის მეორე ნახევარი სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში გაატაროთ.

მშვილდოსანი

ეს დღე ჯანსაღ კვებას, ფიზიკურ ვარჯიშებს და ინფორმაციის მიღებას განასახიერებს. ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. იზრდება ასევე შემოქმედებითი შესაძლებლობები და ინტუიცია. მოჭარბებულმა ენერგიამ შესაძლოა, პარტნიორებთან ურთიერთობაში სირთულეები შეგიქმნათ ან გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ახლობელი ადამიანი საქმიან რჩევას მოგცემთ.

თხის რქა

საშიში დღეა. მოსალოდნელია უსიამოვნო ამბავი, რომელიც მწყობრიდან გამოგიყვანთ. ინტიმური ურთიერთობების სფეროში არასტაბილური მდგომარეობაა – სავარაუდოდ, იმედგაცრუებული დარჩებით. თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი მცირდება. თუ ამას ძალიან დიდ მნიშვნელობას მიანიჭებთ, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ ან პირიქით, გადაჭარბებული აგრესია გამოავლინოთ.

მერწყული

ეს დღე უამრავ წვრილმან საქმეს უკავშირდება. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ოჯახურ ბიუჯეტს, რადგან წინ უამრავი დაუგეგმავი ხარჯი გელით. უმჯობესია, ამისთვის წინასწარ მოემზადოთ. ახლობელ ადამიანებთან მოსალოდნელია კონფლიქტი. პირადი ცხოვრება უკიდურესად წინააღმდეგობრივი ტენდენციებით ხასიათდება.

თევზები

ამ დღეს მოულოდნელი საჩუქარი ან ფულადი შემოსავალი გელით. შესაძლოა, საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან დაკავშირებით სანუკვარი ოცნება აისრულოთ. ადამიანები, რომლებსაც ამ დღეს გაიცნობთ, თქვენს ცხოვრებაში დიდი ხნით დარჩებიან.

FB კომენტარები

კომენტარი