4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

72
SHARE

ვერძი
კარგი დღეა გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად. მეტი დრო გაატარეთ შვილებთან ერთად. ხოლო საღამოს მეგობრებთან ერთად დაესწარით სპექტაკლს, კონცერტს.

კურო
მოერიდეთ კამათს და გაუგებრობას გარშემო მყოფებთან. სხვაზე გაბრაზებული ჯავრს საყვარელ ადამიანზე ნუ იყრით. მეტი ყურადღება გმართებთ დოკუმენტების გაფორმებისას.

ტყუპი
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტი დიპლომატია უნდა გამოავლინოთ. დაუშვებელია საქმეების, ურთიერთობის გარჩევა და გაბუტვა.

კირჩხიბი
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და სამეცნიერო კვლევისთვის. რასაც არ უნდა აკეთებდეთ, იყავით გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში, რათა ყველამ შეამჩნიოს თქვენი ღირსებები.

ლომი
გაფრთხილდით, არავინ ჩაგითრიოთ აფერაში, არ მოგაწოდონ დამახინჯებული ფაქტები და არც

თავად შეეცადოთ გარშემო მყოფების მოტყუებას. მოერიდეთ სამემკვიდრეო საკითხების მოგვარებას.

ქალწული
სირთულეებს ნუ შეუშინდებით. თქვენი ცოდნისა და გამოცდილების ადამიანი ნებისმიერ სფეროში მიაღწევს წარმატებას. კარგი დღეა მოქალაქეობის, საცხოვრების შესაცვლელად.

სასწორი
კარგი დღეა საყიდლებისთვის, ოჯახში სიმყუდროვის შესაქმნელად. საშუალება მოგეცემათ დაისვენოთ, გამოიძინოთ. ზოგიერთი დაგროვილ პრობლემებს მარტივად მოაგვარებს.

მორიელი
მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ. აგრძნობინეთ, რომ გიყვართ. გახსოვდეთ, სიყვარულს მარტივი წესი აქვს – უნდა გასცე, რომ მიიღო.

მშვილდოსანი
გაისტუმრეთ ვალები, აასრულეთ დანაპირები, გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ოჯახის წევრებთან. ზოგიერთს სასიამოვნო ცვლილება ელის.

თხის რქა
მოგზაურობა გაგიტაცებთ, ზოგი საზღვარგარეთ გაემგზავრება, ზოგსაც მივლინება ელის. ნუ დაჯდებით შინ უსაქმოდ, დაისახეთ მიზანი და იმოქმედეთ მის განსახორციელებლად.

მერწყული
თუ კომპიუტერთან უფრო მეტ დროს ატარებთ, ვიდრე ოჯახის წევრებთან, მათგან საყვედური არ აგცდებათ. მეტი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანს, ბავშვებს.

თევზები
წვრილმანი საქმეების მოგვარების დღე გელით, როგორც შინ, ასევე სამსახურში. მოერიდეთ ნათესავებთან კამათს, მათთვის ოჯახური და პირადი საიდუმლოებების გამხელას.

 

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი