4 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

173
SHARE

ვერძი
ხელსაყრელი დღეა როგორც მუშაობის, ისე დასვენებისთვის. ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენ გსურთ და ვერავითარი წინააღმდეგობა ხელს ვერ შეგიშლით. შესაძლოა, ამ დღეს თქვენს ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელოვანი მოხდეს. რომანტიკული შეხვედრა და სავარაუდოდ, დიდი სიყვარული გელით.

კურო
ცდუნებებთან აქტიურად ბრძოლის დღეა. სამსახურმა მოვლინებაში წასვლა თუ შემოგთავაზათ, უარი თქვით: მოსალოდნელია ავარია ან ფულის დანაკარგი. მოულოდნელმა წინააღმდეგობამ შეიძლება თქვენი საქმე შეაფერხოს. შესაძლოა, რაღაც ისეთი მოხდეს, რაც თქვენს საქმესა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს. განსაკუთრებული ყურადღება ბიზნესმენებს მართებთ, რომლებმაც გარიგების დადებამდე ყველა ნიუანსი უნდა გაითვალისწინონ. სიზმარში ძაღლის ან კატის ნახვა კარგის ნიშანია.

ტყუპები
მძიმე დღეა. ბედი თქვენს სიმტკიცესა და იდეებისადმი ერთგულებას გამოცდის. ჯანმრთელობისთვის სახიფათო დღეა: მოსალოდნელია ავარია, გულის შეტევა ან ტრავმები. ნუ ცდილობთ, რომ საქმეში მნიშვნელოვან გარღვევას მიაღწიოთ – აქედან მაინც არაფერი გამოვა.

კირჩხიბი
შესაძლოა, მიზნისკენ სწრაფვა გადაულახავმა დაბრკოლებებმა შეაფერხოს. ამ დღეს სასურველია განმარტოება და წარსულის შეფასება.

ლომი
საქმის რაციონალურად დაგეგმვისა და ძალების სწორად გადანაწილების უნარი უამრავ უსიამოვნებას აგაცილებთ თავიდან. ხელსაყრელი დღეა მგზავრობის, მივლინებისა და მოგზაურობისთვის. წარუმატებელი დღეა საზოგადო მოღვაწეებისთვის, იურისტებისა და მედიკოსებისთვის. მამაკაცებს ვურჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციონ საკუთარ ჯანმრთელობას.

ქალწული
მოუსვენარი და შფოთიანი დღეა, რომელიც თავისუფალ წუთს არ დაგიტოვებთ. ახლობელი ადამიანები თქვენს უყურადღებობას განიცდიან. თავს დაღლილად და გატანჯულად გრძნობთ. კლასიკური მუსიკა და ლიტერატურა სიმშვიდესა და სიამოვნებას მოგგვრით.

სასწორი
მძიმე დღეა. შეხვედრები უსიამოვნებას მოგიტანთ, იმედებს კი ასრულება არ უწერია. ეცადეთ, რომ ამ დღის ნეგატიური ტენდენციები გულთან ახლოს არ მიიტანოთ. მოსალოდნელია მსუბუქი დეპრესია. ბევრი ფიქრი და თვითანალიზი არაფერს შეცვლის.

მორიელი
ჩვეულებრივი, სამუშაო დღეა. ეცადეთ, ნაკლებად იაქტიუროთ და საკუთარ გრძნობებში გაერკვეთ. ეცადეთ, თავი მთლიანად ხელოვნებას მიუძღვნათ და თქვენი შინაგანი სამყარო ჰარმონიული გახდება. საკუთარ თავს ახლობელ ადამიანებს მსხვერპლად სწირავთ, რაც უამრავ ადამიანს უკვირს. კარგი იქნება, თუ თქვენს საქმეებში ბავშვებს ჩართავთ და ამით გააბედნიერებთ.

მშვილდოსანი
ბედი გამოცდას გიწყობთ. სასიცოცხლო პოტენციალის შემცირება თქვენს შრომისუნარიანობაზე აისახება. თქვენი მისამართით გამოთქმული კრიტიკა სიტუაციის ესკალაციას გამოიწვევს, თუმცა საქმის მიმართ თქვენი პრაქტიკული მიდგომა ურთიერთობას მალე დაალაგებს. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა წარმატებულად დასრულდება.

თხის რქა
დაძაბული მუშაობა, რომელიც დიდ ძალისხმევას მოითხოვს, სრულიად გამოგფიტავთ, ხოლო წარმატებისკენ სწრაფვა თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. სიმშვიდე შეინარჩუნეთ და ნუ აჩქარდებით.

მერწყული
პროვოკაციების, სიცრუისა და ცდუნებების დღეა. გირჩევთ, ცდუნებებს გაუმკლავდეთ, თორემ მოგვიანებით ბევრს ინანებთ. მინიმუმამდე შეამცირეთ ურთიერთობა უცნობ ადამიანებთან. დაძაბულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში თქვენს ფსიქიკაზე ნეგატიურად აისახება. ნუ გარისკავთ და ნუ შეეჭიდებით საქმეს, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. თქვენს წინდახედულებასა და თავშეკავებულებაზეა დამოკიდებული სამომავლო წარმატებები ცხოვრების ყველა სფეროში.

თევზები
ამ დღეს ყველა ნეგატიური პროცესი ერთდროულად გააქტიურდება. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებსაც გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა ნიუანსის გათვალისწინება მოუწევთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

FB კომენტარები

კომენტარი