4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

78
SHARE

ვერძი
იდეების განხორციელების საშუალება მოგეცემათ. ახალი შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. მატერიალური მდგომარეობა გაგიუმჯობესდებათ. უარი არ თქვათ სარისკო წინადადებებზეც კი, წარმატება თქვენს მხარესაა.

კურო
ფინანსური მდგომარეობა საქმიანი პარტნიორების, სპონსორების მხარდაჭერით გაგიუმჯობესდებათ. ეს დღე სიყვარულში გამარჯვებას გპირდებათ. საყვარელი ადამიანი გაგაბედნიერებთ.

ტყუპი
სიახლეებისა და პოზიტიური ცვლილებების დღეა. ახალი საქმიანობა სიამოვნებასა და მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ. საინტერესო და ორიგინალური პროექტის ორგანიზებას დაგავალებენ.

კირჩხიბი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა უფროსთან და სპონსორებთან. საღამოს თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ და დაისვენეთ, საყვარელი საქმიანობა, ჰობი გაიხსენეთ.

ლომი
ახალი იდეები კოლეგებს გააცანით. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას. საღამო საყვარელ ადამიანთან  ერთად გაატარეთ.

ქალწული
გავლენიანი ადამიანების დახმარებით გეგმებისა და ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა გელით. მოსალოდნელია შეხვედრა საინტერესო ადამიანებთან.

სასწორი
ახალი იდეების განხორციელებას არაორდინალური მეთოდით შეძლებთ. ზოგიერთს მნიშვნელოვანი წვეულების, ღონისძიების ორგანიზებას დაავალებენ.

მორიელი
ახალი მფარველები, სპონსორები გამოგიჩნდებიან. მარტოხელებს სასიამოვნო ნაცნობობა ელით. დაქორწინებულებს – ჰარმონია ოჯახურ ცხოვრებაში.

მშვილდოსანი
მოაგვარეთ მიმდინარე საკითხები. გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაო. რომანტიკული პაემანი დაუნიშნეთ თქვენთვის სასურველ პიროვნებას.

თხის რქა
ნებისმიერი სიტუაციიდან გამარჯვებული გამოხვალთ. მთავარია, თავდაჯერებულად იმოქმედოთ და დასახული მიზნისგანარ გადაუხვიოთ.

მერწყული
კარგი დღეა ხელშეკრულებების გასაფორმებლად, მოლაპარაკებების გასამართავად, ახალი პარტნიორების გასაჩენად. ყველას აზრი მოისმინეთ, მაგრამ ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

თევზები
საინტერესო, დაუვიწყარი მოვლენებით დატვირთული დღე გელით. დაწყებულ საქმეებს წარმატებით დაასრულებთ. ახალი პერსპექტივები გამოგიჩნდებათ, რომლებიც მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ.

Comments

comments