4 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

285
SHARE
ვერძი
ისწავლეთ დანაპირების შესრულება და დაწყებული საქმეების დასრულება. საინტერესო ადამიანებთან გელით შეხვედრა. გაუზიარეთ მათ თქვენი იდეები. საღამო შინ გაატარეთ.

კურო
წარმატება თქვენს მხარესაა, მთავარია, არ იზარმაცოთ. შუადღის შემდეგ მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს. დაისვენეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

ტყუპი
ნუ შეადარებთ საკუთარ თავს გარშემო მყოფებს. კარგი დღეა გარშემო მყოფებთან ურთიერთობისთვის. მივლინებისა და მოგზაურობის დასაწყებად. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე დადგებით.

კირჩხიბი
თქვენი კომუნიკაბელურობა მოიმატებს. კარგი დღეა კოლეგებთან ერთად ურთიერთობისთვის, მაგრამ სამსახურებრივ ფლირტს მოერიდეთ, ის მნიშვნელოვანი საკითხებისგან მოგაცდენთ.

ლომი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. საქმიან პარტნიორებთან დამეგობრებას შეძლებთ. დღის მეორე ნახევარი დაუთმეთ შოპინგს. საჩუქრით გაანებივრეთ საყვარელი ადამიანი

ქალწული
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად პირველი ნაბიჯი თქვენ უნდა გადადგათ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
ფორტუნა გწყალობთ და დიდი ხნის სურვილიც აგისრულდებათ. თავად შეეცადეთ გათავისუფლდეთ ცუდი განწყობისგან. საღამოს მეგობრებს უმასპინძლეთ.

მორიელი
საქმეების შესრულებას დილიდანვე შეუდექით. სირთულეებს მარტივად დაძლევთ. საღამო მშვიდ, ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მშვილდოსანი
ყურადღება მიაქციეთ საქმიან შემოთავაზებებს, დაუფიქრებლად უარს ნუ იტყვით. დღის მეორე ნახევარში შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. დადებითი ემოციები მთელი კვირა გაგყვებათ.

თხის რქა
მოერიდეთ ფულის ხარჯვას. ოჯახის წევრებთან ერთად შეადგინეთ ხარჯი და საყიდლებისთვის ფულიც მათ გადაეცით. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.

მერწყული
ფრთხილი და დაკვირვებული უნდა იყოთ. გადაამოწმეთ საბუთები ხელმოწერამდე. საღამოს თუ ნოსტალგია მოგეძალებათ, შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

თევზები
მოერიდეთ დაპირისპირებას კოლეგებთან. ისინი უსიამოვნებებს თქვენი ჩარევის გარეშეც მოაგვარებენ. დაკავდით საკუთარი საქმეებით. საყვარელი ადამიანი ოჯახურ მყუდროებას შეგიქმნით.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი