38 კგ! ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის კლინიკაში დაწოლას სთხოვს – პლანეტის ულამაზეს ქალს სასიკვდილო დაავადება სჭირს?! (ფოტოკოლაჟი)
იმისათვის, რომ საყვარელი ცოლი გადაარჩინოს, ბრედ პიტი კარდინარულ ზომებს მიმართავს.მსახიობმა ანჯელინა ჯოლის ულტიმატუმი წაუყენა: თუკი არ დაწვება კლინიკაში სამკურნალოდ, ის წავა მისგან და ბავშვებსაც წაიყვანს. პლანეტის ყველაზე სექსუალური ქალი კრიტიკულ ზღვრამდე დავიდა – ის 38 კილოგრამს იწონის. ამას გარდა, საზოგადოების ნაწილი და ჯოლის თაყვანისმცემლები ფიქრობენ, რომ ის მძიმე სენითაა დაავადებული და ამ ინფორმაციას მალავს.
დასავლური ტაბლოიდური გამოცემების ინფორმაციით, ბრედ ტიპი ბოლო რამდენიმე თვეა ცდილობს დაეხმაროს ჯოლის. მას ცოლი უყვარს, თუმცა, ამავე დროს აშინებს მისი უდიერი დამოკიდებულება საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. ბრედ პიტმა არაერთხელ მიმართა თხოვნით ანჯელინას, რომ სამკურნალოდ ის სარეაბილიტაციო კლინიკაში დაწვეს.
რა დაავადება სჭირს ანჯელინა ჯოლის და არის თუ არა ის სიცოცხლისთვის საშიში? ბოლო დროს ეს კითხვა საზოგადოებაში სულ უფრო ხშირად ისმევა. ფაქტია რომ ჯოლი თავს ცუდად გრძნობს და ეს მის ფიზიკურ მდგომარეობაზეც აისახება. ის თითქმის არაფერს ჭამს და დღითიდღე წონას კარგავს. ზოგიერთი მედიკოსი იმასაც პროგნოზირებს, რომ მსახიობს უახლოეს პერიოდში შესაძლოა ანორექსია განუვითარდეს, რაც ხშირ შემთხვევებში ფატალურად სრულდება. ამასთანავე, ექიმები ამბობენ, რომ წონაში დაკლება შეიძლება ოპერაციებს გამოეწვია, რომლებიც ჯოლიმ ონკოლოგიური დაავადებების თავიდან ასაცილებლად გაიკეთა. ანჯელინა ჯოლიმ ჯერ ორივე მკერდი მოიჭრა, ხოლო შემდეგ – საკვერცხეები. ამ ოპერაციებს შეიძლება დეპრესია გამოეწვია, რასაც შედეგად მადის კლება მოჰყვა.
საუბობენ იმაზეც, რომ ანჯელინას სულ ჰქონდა ანორექსიისკენ მიდრეკლება. ბოლო დროს გადატანილმა სტრესმა (დედის გარდაცვალებასთან და საკუთარ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით) უფრო დაუმძიმა მდგომარეობა. ამასთან მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო ფილმის “გაუტეხელის” გადაღებისას, სადაც ის პროდიუსერის როლში გამოდიოდა. ენჯიმ უარი თქვა საჭმელზე იმ მსახიობების სოლიდარობის ნიშნად, რომლებიც ამერიკელი ტყვეების როლს ასრულებდნენ. მსახიობმა კვებაზე უარი თქვა ასევე, გაეროს ეგიდით დევნილების ბანაკებში ყოფნისას. მან ვერ შეძლო დაეცვა ჩვეული რაციონი, როცა ხედავდა შიმშილისგან გათანგულ ქალებსა და ბავშვებს.
ცოლის მდგომარეობას ყველაზე მეტად პიტი განიცდის, მან სპეციალური მზარეული და მწვრთნელიც კი დაიქირავა, რათა მსახიობს წონის მომატებაში დაეხმარონ. 2011 წელს მსახიობი 56 კილიგრამს იწონიდა, 2013-ში – 47-ს, ახლა უკვე-38 კილოგრამს. სიმაღლეში ი 173 სანტიმეტრია. ამ ყველაფრის მიუხედავად, ჯოლი აპირებს, რომ მეშვიდე შვილის დედა გახდეს. მსახიობმა გადაწყვიტა სირიელი ობოლი ბიჭუნაც იშვილოს, რამაც მასა და ბრედ პიტს შორის გარკვეული უთანხმოებაც გამოიწვია. ომის შედეგად დაობლებული ბიჭუნა და მისი ორი ძმა მსახიობმა ლტოლვილთა ბანაკში სტუმრობისას გაიცნო. თავდაპირველად ჯოლის სამივე ბავშვის შვილად აყვანა სურდა, რის წინააღმდეგაც მისი მეუღლე ბრედ პიტი წავიდა. მან კატეგორიული უარი უთხრა მეუღლეს სამ ბავშვზე და მხოლოდ ერთის აყვანის ნებართვა მისცა. ბრედ პიტმა ჯოლის განუმარტა, რომ მათ შვილებს ოჯახში ასეთ რადიკალურ ცვლილებასთან შეგუება გაუჭირდებათ.
38 წლის სუპერ-პოპულარულ მსახიობს, რომელიც ამავდროულად გაეროს კეთილი ნების ელჩიცაა, 6 შვილი ჰყავს. მათ შორის, სამი ბიოლოგიური (შაილო-8 წლის და ტყუპები: კნოქსი და ვივიენი- 6 წლისები) და სამიც აყვანილი (13 წლის მედოქსი კამბოჯიდან, 11 წლის პაქსი ვიეტნამიდან და 10 წლის ზაჰარა ეთიოპიიდან). სირიელი ობოლი ბიჭუნა კი, ჰოლუვუდური წყვილის მეშვიდე შვილი გახდება.
40 წლის მსახიობი 1975 წლის 4 ივნისს დაიბადა. ამერიკელი კინომსახიობი პოპულარული მედიის მიერ, ხშირადაა აღიარებული მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზეს და სექსუალურ ქალად. მას მიღებული აქვს სამი „ოქროს გლობუსი“, ორი კინომსახიობთა გილდიის პრემია და „ოსკარი“. მიუხედავად იმისა, რომ ჯოლის დებიუტი მის ბავშვობაში შედგა, მამამისთან ერთად 1982 წლის ფილმში „ველოდები წინსვლას“, მისი სამსახიობო კარიერა მოგვიანებით, დაბალბიუჯეტიანი ფილმით „კიბორგი2“-ით (1993) დაიწყო. პირველი მთავარი როლი განასახიერა ფილმში „ჰაკერები“ (1995) განასახიერა. როგორც მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებელმა ქალმა, ფილმისათვის „გოგონა, რომელსაც შეაწყვეტინეს“ 1999 წელს „ოსკარი“ მიიღო. საერთაშორისო აღიარებას მან ფილმით „ლარა კროფტი“ მიაღწია. ამის შემდეგ ის გახდა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და მაღალანაზღაურებადი მსახიობი ჰოლივუდში. ყველაზე დიდი კომერციული მოგება კი ანჯელინა ჯოლის, 2005 წელს მძაფრსიუჟეტიანმა კომედიური ჟანრის ფილმმა – “მისტერ და მისის სმიტებმა“ მოუტანა.
ის ამჟამად მესამე ქორწინებაში იმყოფება. მისი პირველი მეუღლე ჯონი ლი მილერი, შემდეგ კი ბოლი ბობ ტორნტონი იყვნენ. დაკავებულია საქველმოქმედო საქმეებით მთელ მსოფლიოში და არის გაეროს კეთილი ნების ელჩი.