38 წლის ბოდიბილდერი ქალი, რომელსაც არცერთი ხელი არ აქვს – ვიდეო

198
SHARE

მისი ისტორია არა მხოლოდ აღფრთოვანებას იწვევს, არამედ ძალას გვმატებს და მოტივაციას გვიმაღლებს. ქალი, რომელმაც ბავშვობაში ორივე ხელი დაკარგა, შინაგანად არ გატყდა. ის პრაქტიკულად სრულფასოვანი ცხოვრებით ცხოვრობს. მას ჰყავს ოჯახი, 4 შვილი (აქედან 2 აყვანილი) და უბრალოდ დაკავებულია სპორტით. მან შეძლო და უკვე ბოდიბილდინგის რამდენიმე შეჯიბრში გაიმარჯვა. სპორტი და ჯანსაღი კვება ამ გოგონას გადარჩენის განმაპირობებელი აღმოჩნდა.
გაიცანით – ეს 38 წლის ბარბი ტომასია. ბარბი ჯერ მხოლოდ 2 წლის იყო, როდესაც საშინელი ტრავმა მიიღო. გოგონა ცდილობდა სატრანსფორმატორო ყუთზე ასვლას, სადაც შიშველ სადენებს მოჰკიდა ხელი. შედეგად პატარა გოგონას ორივე კიდურთან მოუხდა განშორება. მიუხედავად ამხელა ტრავმისა, ბარბი გაიზარდა და სულიერად არ დაეცა. მან იმ ყველაფრის ფეხებით კეთება ისწავლა, რასაც ხალხი ხელით აკეთებს. ის ფეხებით მოიხმარს ტელეფონს და კრეფს ტექსტურ შეტყობინებებს, ატარებს მანქანას, იკეტებს მაკიაჟს, ამზადებს სადილს და იხეხავს კბილებს.
ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ მან უარი არ თქვა თავის ოცნებაზე, გამხდარიყო ბოდიბილდერი. 2003 წლიდან მან ბოდიბილდინგში ვარჯიში დაიწყო. როდესაც ბარბი ადგილობრივ მწვრთნელს დაუკავშირდა, ძალიან შიშობდა, რომ მას არავინ მისცემდა უფლებას, ბოდიბილდინგით დაკავებულიყო, მაგრამ, მისთვისვე გასაოცრად, მას მწვანე შუქი აუნთეს. დღეს მას ბოდიბილდინგის გარეშე ცხოვრება აღარ შეუძლია.
„რასაც კი თქვენ მოინდომებთ, ყველაფრის გაკეთება ხელგეწიფებათ. ერთადერთი დაბრკოლება თქვენივე თავისთვის თავად თქვენ ხართ და ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რასაც თქვენ უქმნით თქვენსავე თავს. გონება – ეს ერთადერთი იარაღია და თუ თქვენ შეგიძლიათ თქვენი გონება პოზიტიურად მომართოთ, თუ გჯერათ საკუთარი თავის, მაშინ ყველაფერი შესაძლებელია“, – აცხადებს ბარბი ტომასი.

12511948_1110795272298649_126869_n

FB კომენტარები

კომენტარი