36 წლის ინდოელი ბიზნესმენი ქართველ საცოლეს ეძებს – რა მოთხოვნები აქვს სასიძოს

320
SHARE

36 წლის ინდოელი ბიზნესმენი ქართველ საცოლეს ეძებს. როგორც ჩანს, სურვილი–იქორწინოს ქართველ გოგონაზე იმდენად დიდია, რომ მან დახმარების თხოვნით „დაოჯახების ცენტრსაც“ მიმართა.

როგორც „კვირა +“, –მა გაარკვია, 36 წლის ბიზნესმენი ძირითადად ინდოეთსა და დუბაიში ცხოვრობს, თუმცა პერიოდულად საქართველოშიც ჩამოდის. ის აქ ღვინის ქარხნების და სასტუმროების ერთ–ერთი თანამფლობელია.

„მართალია ამ ეტაპზე ძირითადად ინდოეთსა და დუბაიში ცხოვრობს, თუმცა საქართველოში ბიზნესით არის დაკავებული და გადაწყვეტილი აქვს, რომ აქ უნდა იცხოვროს, ეძებს ქართველ საცოლეს, მისმა ერთ–ერთმა ნდობით აღჭურვილმა პირმა მეგობარმა მოგვმართა შესაბამისი თხოვნით და დაინტერესების შემთხვევაში ბიზნესმენისა და მისი ცოლობის მსურველი გოგონას შეხვედრის ორგანიზებას სწორედ ამ ბიზნესმენის მეგობრები გაუკეთებენ ორგანიზებას“, – აცხადებენ „დაოჯახების ცენტრში“.

ამასთან, როგორც ცენტრის თანამშრომელმა “დათომ” “კვირა+”-თან საუბრისას აღნიშნა, ინდოელი მამაკაცი ქართველ გასათხოვარ გოგოს ეძებს და „რჩეული სასიძოსთვის“ მიუღებელია ქვრივი ან განქორწინებული ქართველი.

ცნობისთვის, „დაოჯახების ცენტრმა“აღნიშნული ბიზნესმენის მონაცემები თავდაპირველად მის ფოტოსურათთან ერთად განათავსა ცენტრის ფეისბუქგვერდზე, თუმცა მოგვიანებით ფოტო წაშალა. შესაბამისად „კვირა +“ ბიზნესმენის მონაცემებს შემდეგი ფორმით გთავაზობთ:

Comments

comments