კანადელი რეპერი, მაკ-მიურეი, კლიპის გადაღების დროს დაიღუპა

კანადელი რეპერი, ჯონ მაკ-მიურეი კლიპის გადაღების დროს, ტბა ოკანაგანასთან დაიღუპა. მისი შემოქმედება ექსტრემალური ტრიუკებით გამოირჩეოდა.
34 წლის მუსიკოსს ფინალურ სცენაში მფრინავი თვითმფრინავის ფრთაზე უნდა გაევლო. ამ ტრიუკისთვის ის რამდენიმე თვის განმავლობაში ემზადებოდა. თუმცა ტრიუკის შესრულებისას მაკ-მიურეიმ თავი ვერ შეიკავა და გადმოვარდა.
„ჯონმა ფრთაზე ხელის მოკიდება მოასწრო, თუმცა, როცა ხელი გაუშვა, მას პარაშუტის გახსნის დრო უკვე აღარ ჰქონდა”, – აცხადებს მისი მენეჯერი.
რეპერი ადგილზე გარდაიცვალა.
წარსულში მაკ-მიურეი სამთო სპორტით​ პროფეისიონალურად იყო დაკავებული, მაგრამ ტრავმა მიიღო და მუსიკის სამყაროში გადაინაცვლა. მას თავის კლიპებში არაერთხელ გამოუყენებია სახიფათო ტრიუკები.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები