შეიხი რაშიდ ბინ მუჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტოუმი დღეს დილით გულის შეტევით გარდაიცვალა. დუბაიში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში გლოვის ნიშნად, ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე სახელმწიფო დროშა დაუშვეს. შეჩერდა სწავლის პროცესი, საჯარო დაწესებულებებმა კი მუშაობა შეწყვიტეს.
33 წლის პრინცი იყო სპორტსმენი, 2002 წელს მან „Maktoum“- ბრიტანეთის სამხედრო აკადემია დაამთავრა. პრინცი ცნობილი იყო ცხენებისა და ფეხბურთის სიყვარულით. 2006 წლის აზიის ოლიმპიადაში, მას მოპოვებული აქვს 2 ოქროს მედალი ცხენოსნობაში. ის არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის, ასევე დუბაის საამიროს მმართველის – მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის ვაჟი იყო. ტიტულები მამამისმა 2006 წლის 4 იანვარს, უფრო ძმის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო.
“მე დღეს დავკარგე საუკეთესო მეგობარი და ბავშვობის კომპანიონი, ჩემი ძმა რაშიდი,” განაცხადა გარდაცვლილის ძმამ, შეიხმა ჰამდან ბინ მუჰამედმა.
გარდაცვლილის ოჯახს დღეს გაერთიანებული ემირატების პრეზიდენტმა მიუსამძიმრა და მომხდარის გამო წუხული გამოთქვა. დუბაიში დღეს მწუხრის ლოცვა აღავლინეს და დაღუპული პრინცი დღესვე საღამოს, დუბაიში უმ-ჰარირის სასაფლაოზე დაკრძალეს.
“ღმერთმა დალოცოს გარდაცვლილი ახალგაზრდა კაცი… ჩვენ ვეკუთვნით ალაჰს და მასვე უნდა დავუბრუნდეთ“, – განაცხადა დაკრძალვის ცერემონიაზე გარდაცვლილის მამამ.
https://www.youtube.com/watch?v=-FuA1hqOyns&feature=youtu.be