რატომ ხდება, რომ ერთს ყოველთვის უსრულდება სურვილები, მეორე კი ყოველ წელს ერთსა და იმავეს იფიქრებს და არ უსრულდება? ალბათ, იმიტომ, რომ ზოგმა იცის, რა ჩაიფიქროს, ზოგმა კი – არა.
მოდი, ვნახოთ, თქვენი სურვილებიდან რომელს აქვს შანსი, ასრულდეს და რომელს – არა. ჩავუთქვათ:
1. ვიპოვო მამაკაცი
რეალურია. ხშირად გაიღიმე, თმა სულ წესრიგში გქონდეს, იკითხე წიგნები და თუ თავად არ გამოჩნდება, კეთილი ადამიანები გაგიწევენ რეკომენდაციას.
2. შემიყვარდეს
უპრობლემოდ! რამდენიმე გათენებული ღამე მედიტაციაში მის სოცქსელში მისივე კედელთან და მსუბუქი რომანტიკა – და შენ მიხვდები, რომ ის საუკეთესოა.
3. მეწვიოს ორმხრივი სიყვარული
50/50-ზე. 100 პროცენტით შესრულებადია, თუ ავიღებთ შენზე უკვე შეყვარებულ მამაკაცს და თავად შეიყვარებ მას (იხ. მე-2 პუნქტი).
4. არ უყურებდეს ლამაზ ქალებს
არ შეგისრულდება. შენ თვითონ უყურებ და მისგან რა გინდა?
5. სამუშაოზე რომ ნაკლები დრო ხარჯოს
მარტივია! მაგრამ ამ შემთხვევაში თავად მოგიწევს ოფისში დიდი დროის გატარება: ვიღაცამ ხომ უნდა აკეთოს ფული?
6. მქონდეს სექსი
რა პრობლემაა? თუ, რა თქმა უნდა, უკაცრიელ კუნძულზე არ ცხოვრობ.
7. მქონდეს რეგულარული სექსი
დიახ, შესრულდება. რეგულარულად ჩაიფიქრე სურვილი #6 ან მოსინჯე #14.
8. რომანტიკა
რეალურია, მაგრამ ნუ დაისახავ შორეულ მიზნად: რომანტიკა წარმავალია. “გათხოვება” და “სტაბილური ურთიერთობები” – ეს უკვე სულ სხვა სურვილია. რომანტიკოს მამაკაცებს ფლირტის პროცესი უფრო მოსწონთ, ვიდრე შედეგი.
9. რომანტიკა მუდმივ პარტნიორთან
აგიხდება, თუმცა მისი ორგანიზება, სავარაუდოდ, თავად მოგიწევს.
10. არ მივცე მამაკაცს წასვლის საშუალება, თუ მან უკვე ჩაალაგა ჩემოდნები
აუსრულებელია. გაუშვი და ნუღარ იფიქრებ.
11. დავივიწყო ის
კარგი იქნება, თუ თანმიმდევრობით ჩაიფიქრებ: “ვიპოვო მამაკაცი” და “რეგულარული სექსი” – მოგონებები თავად წავლენ.
12. რომ სიკვდილამდე შენ დანახვაზე მან (საძაგელმა!) სინანულისგან ტუჩები იკვნიტოს
ვერანაირად. 80 წლის ბიჭებს კბილები აღარ აქვთ…
13. ვაკეთებდე საცივს იმაზე უკეთ, ვიდრე დედამისი
ვერანაირად. ნურც ეცდები!
14. გავთხოვდე
რა პრობლემაა. ცოლის მოყვანისთვის მზად მყოფი პოტენციური მამაკაცების დოსიე გაცნობის საიტებზე მოიკითხე ან შენს მზრუნველ დაქალებთან.
15. ცოლად გავყვე ცისფერსისხლიან პრინცს
თეორიულად, შესაძლებელია: მონარქიული სახელმწიფოები დღესაც არსებობს და სამეფო ოჯახებში ვაჟებიც იბადებიან; მაგრამ ფაქტობრივად, ნაკლებშესაძლებელია, რადგან ფერიები აღარ არსებობენ, მათ გარეშე კი პრინცს როგორ შეხვდები?
16. ცოლად გავყვე, ფაქტობრივად, პრინცს
(ტახტის მემკვიდრე არ არის, მაგრამ უნაკლოა!) ეს შანსია. თუმცა პირველი ბიჭი სოფელში უფრო რეალურია, ვიდრე “ფორბსის” სიის ლიდერი.
17. ცოლად გავყვე ზუსტად იმას
50-50-ზე. ნუ დაივიწყებ მის სურვილებსაც შენ ცოლად მოყვანასთან დაკავშირებით.
18. ქორწილი, რომელიც “ლამაზ” რიცხვში გაიმართება
ბოლო შანსი გქონდა – 21.12.12-ში. დამდეგი ახალი წლის დღისთვის ჩაფიქრება კი უკვე გვიანია.
19. საოცნებო სამსახური
დიახ. ინტერნეტში ყველაფერი რეალურია, ისიც კი, რომ შეიძლება გაიმარჯვო კონკურსში ტროპიკული კუნძულის ზედამხედველის ვაკანსიაზე.
20. თვითრეალიზებული ვიყო
აბსტრაქტულია – ამიტომაც რეალური. დაბრუნდი სურვილზე #19.
21. მქონდეს ბევრი ფული
სავსებით რეალურია. მეტი იმუშავე და ნაკლები ხარჯე.
22. მქონდეს ბევრი ფული ისე, რომ არ ვიმუშაო
იქნებ აისრულო ოცნება #15.
23. ვიმუშაო დღე-ღამეში მხოლოდ 3 საათი
არა, თუნდაც ჩაიფიქრო მთელი კოლექტივის სახელით.
24. ერთ დღეს გავიღვიძო და ვიყო ცნობილი
დიახ. იუზა – “იუთუბის” ვარსკვლავი, რით ვერ არის ცნობილი?
25. უფრო ხანგრძლივი შვებულება
არ არის უსაფუძვლო. ეძებე სამსახური უკიდურეს ჩრდილოეთში (+24 დღე) ან გააჩინე ბავშვი (+6 თვე).
26. გამოვიჭირო ჩემი უფროსი და დავუგო მახე
რთულია, მაგრამ შესაძლებელი: სუბორდინაცია, პროფესიონალიზმი, ინტრიგები… და 2015 წლის მიწურულს რომელიღაც შენი ქვეშევრდომი ჩაიფიქრებს იმავე სურვილს.
27. დავიკლო წონაში
აგიხდება, თუ ნაკლებს შეჭამ და ბევრს იმოძრავებ.
28. ვჭამო და არ გავსუქდე
აგიხდება, მაგრამ მოგიწევს, კიდევ უფრო მეტი იმოძრაო.
29. შევიცვალო (ფერი, ზომა, ფორმა)
ეს თოვლის პაპას არა, სტილისტს და პლასტიკურ ქირურგებს უნდა მიმართო.
30. შევძლო პარაშუტიდან გადმოხტომა, მანქანის ტარება, სიმღერა…
ისედაც იცი… უბრალოდ, ნუ ზარმაცობ.
31. ლამაზი მანქანა (ქურქი, კაბა, კრუიზი, ბინა)
რეალურია. ბოლოს და ბოლოს, ისესხე ბანკისგან – ერთხელ ვცხოვრობთ.
32. გავემგზავრო სამუდამოდ
რა პრობლემაა? გავიდა სახლიდან, მივიდა სადგურზე, დაჯდა და გაემგზავრა. დაბრუნებას კი ყოველთვის შეძლებ.
33. გამოვასწორო წარსულის შეცდომები
არა, მაგრამ შეგიძლია აღარ გაიმეორო.