„33 წლამდე ასაკის მამაკაცები უსარგებლოები არიან“ – ჯენიფერ ლოპესი (ვიდეო)

249
SHARE

Tinder – სოციალური ქსელი, რომელიც საშუალებას იძლევა წამოიწყო სასურველ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობა. აღნიშნული სოც.ქსელი ავრცელებს ვიდეოს, სადაც ჩანს, თუ როგორ აძლევს სიყვარულში გამოცდილი ჯენიფერ ლოპესი რჩევებს ერთ–ერთ მომხმარებელ ქალბატონს.

მთავარი ფრაზა კი ამ ვიდეოდან გახლავთ ჯეილოს რჩევა, რომელიც ამბობს: „მამაკაცები 33 წლამდე ასაკში, უსარგებლონი არიან“.

მომღერლისა და მსახიობის აღნიშნულმა ფრაზამ მამაკაცების კრიტიკა გამოიწვია, თუმცა ექსპერტები აცხადებენ, რომ ჯენიფერ ლოპესმა არა მხოლოდ 29 წლის ბრუკს მისცა კარგი რჩევა, არამედ მსოფლიოს ყველა ქალბატონს.

ჯენიფერ ლოპესი ოფიციალურ ქორწინებაში სამჯერ იყო, ახლა კი ბეისბოლის ყოფილ მოთამაშეზე, ალექს როდრიგესზე ქორწინდება.

FB კომენტარები

კომენტარი