მოდელი და პოსნო ვარსკვლავი იურიზან ბელტრანი ლოს-ანჯელესში მდებარე მის ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. აპარტამენტების მფლობელის თქმით, 31 მსახიობის ცხედრის გვერდით მედიკამენტები აღმოაჩინეს.
გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი ამ დროისთვის არ არის, თუმცა გამოძიება ვარაუდობს, რომ ეს შესაძლოა ზედოზირება იყოს.
გარდაცვალების წინ იურიზან ბელტრანმა სოციალურ ქსელში უცნაური ტექსტი დაწერა-„ მე შენ ის იდიოტი მოგეცი, მაგრამ შენ ისევ აგრძელებ თვალთვალს. რა ჯანდაბა გინდა?“-დაწერა მსახიობმა.
მისი ახლობლების თქმით, ბოლო დროს მას სხვადასხვა წვეულებებზე ხშირად ხედავდნენ, სადაც ის შესაძლოა ნარკოტიკულ ნივთიერებებს მოიხმარდა.
იურიზან ბელტრანი ლოს-ანჯელესში დაიბადა. პირველად კინოინდუსტრიაში ის 2005 წელს გამოჩნდა და მას მერე 200-ზე მეტ ფილმში მიიღო მონაწილეობა.
ამერიკული მედია ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ერთი კვირის წინ თავი მოიკლა 23 წლის პორნო მსახიობმა ოგასტ ეიმსმა, მიზეზად კი სოციალურ ქსელებში მისი დევნა სახელდება.
Prev Post
სხვა სიახლეები