ვერძი
ყველა მნიშვნელოვანი საქმე სხვა დროისთვის გადადეთ. დღეს დაისვენეთ. კარგი დღეა ბინის, საკუთარი ოთახის მოსაწყობად. თუმცა, ინტერიერის საკითხები ოჯახის წევრებთან ერთად განიხილეთ.
კურო
გაგიუმჯობესდებათ სასიყვარულო ურთიერთობა. ზოგიერთი დაქორწინებას გადაწყვეტს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას, განსაკუთრებით გულს. საღამოს ოჯახური წვეულება მოაწყვეთ.
ტყუპი
გაანალიზეთ წარსულში დაშვებული შეცდომები, გამარჯვებები, გამოიტანეთ დასკვნები და დაგეგმეთ მომავალი. მარტოს მუშაობა გაგიჭირდებათ, დაიხმარეთ კოლეგები და ოჯახის წევრები. საღამოს საინტერესო გადაცემებს უყურეთ, საინტერესო წიგნი წაიკითხეთ.
კირჩხიბი
სამსახურის საქმეები გვერდზე გადადეთ და მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. საღამოს ოჯახის წევრებს გემრიელი კერძებით გაუმასპინძლდით.
ლომი
საინტერესო სიახლეები თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლის. მოსალოდნელია რომანტიკული ნაცნობობა, შეხვედრა. მთავარია, არ ააჩქაროთ მოვლენები და გაერკვეთ საკუთარ სურვილებში.
ქალწული
მეტი დრო გაატარეთ პოზიტიური ადამიანების გარემოცვაში. მოაწყვეთ ოჯახური წვეულება. საყვარელ ადამიანთან და ბავშვებთან ერთად ეწვიეთ მუზეუმს, გამოფენას, დაესწარით კინოსეანსს. საღამოს ახლობლებზე ზრუნვაში გაატარეთ.
სასწორი
მეტი დრო დაუთმეთ შვილებს, თამაშით აუხსენით მათთვის რთულად გასაგები თემები. მზრუნველობას ნუ მოაკლებთ ახლობლებს. მოერიდეთ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანას. იყავით დაკვირვებული.
მორიელი
დასვენება ხვალ დაგეგმეთ. დღეს უნდა იმუშაოთ და ეს შრომა მომავალში
დიდ გამარჯვებას მოგიტანთ. საღამოს ნათესავებთან და მეგობრებთან ურთიერთობა სასიამოვნო განწყობაზე დაგაყენებთ და ბევრ საჭირო ამბავსაც გაიგებთ.
მშვილდოსანი
პოზიტიური დღე გელით. კარგი დღეა იმიჯის, გარდერობის შესაცვლელად. იყავით მიზანდასახული და სამართლიანი. საოჯახო საქმეებს მარტო ვერ გაუმკლავდებით, ოჯახის წევრები დაიხმარეთ.
თხის რქა
მოერიდეთ სერიოზული საქმეების შესრულებას. მეტი დრო დაუთმეთ დასვენებას, სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობას. საღამოს მხიარული წვეულება მოუწყვეთ ნათესავებსა და მეგობრებს.
მერწყული
გამორთეთ ტელეფონი, კომპიუტერი და მთელი დღე ოჯახთან, შვილებთან ერთად გაატარეთ. კარგი დღეა შეცდომების გამოსასწორებლად, თვითგანათლებისთვის. დღეს მოხდება შეხედულებების, ღირებულებების გადაფასება.
თევზები
ზოგიერთები სამომავლო გეგმებში კორექტივებს შეიტანენ. საღამო ნათესავებთან და მეგობრებთან ერთად გაატარეთ. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და მოთმინება.