ვერძი
დღეს იმას მიიღებთ, რაზეც დიდი ხანია ოცნებობდით. ზოგიერთს სარფიან საქმიანობაში ჩართვას, ზოგსაც ახალ სამსახურს შესთავაზებენ.
კურო
კარგი დღეა წარსულის გასაანალიზებლად, სათანადო დასკვნების გამოსატანად და სამომავლო საქმეების დასაგეგმავად. გირჩევთ, წარსულში დაშვებული შეცდომები გაითვალისწინოთ, შეძლებისდაგვარად გამოასწოროთ და აღარ გაიმეოროთ.
ტყუპი
ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ზედმეტ პასუხისმგებლობას. თუ საყვარელი ადამიანის საქციელი საეჭვო მოგეჩვენაბათ, არაფერი უთხრათ, ჩუმად გააკონტროლეთ.
კირჩხიბი
შეიძლება განწყობის გაუარესებამ საქმეების მოგვარებაში შეგიშალოთ ხელი. იმუნიტეტის ამაღლების მიზნით მიიღეთ ბალახების ჩაი და თაფლი.
ლომი
ბიზნესის გაფართოების საშუალება მოგეცემათ. კარგი დღეა უძრავი ქონების, ახალი აპარატურის შესაძენად. დაქვემდებარებულებმა გააცანით ახალი იდეები უფროსს და დამოითხოვეთ ხელფასის მომატება.
ქალწული
თუ გარშემო მყოფები დახმარებას გთხოვენ, უარი არ უთხრათ. მაქსიმალურად მოინდომეთ, რომ არ გააწბილოთ ისინი.
სასწორი
თუ კოლეგებთან ურთიერთობის გაფუჭება არ გსურთ, საკუთარ საქმეებს მათ ნუ გადააბარებთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საყვარელი ადამიანის მიმართ.
მორიელი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, ახალი პროექტების განსახილველად. პირად ცხოვრებას გაიუმჯობესებთ, თუ თავად გადადგამთ პირველ ნაბიჯს.
მშვილდოსანი
წარმატება გელით სამსახურის საქმეებში. ზოგიერთებს ხელფასს მოუმატებენ.
თხის რქა
ყველა თქვენს თავგანწირვასა და მუშაობას სათანადოდ დაფასებენ. თუმცა, იმაზე მეტს ნუ მოინდომებთ, ვიდრე შეგიძლიათ, რადგან მაღლა აფრენილი უფრო მტკივნეულად დაენარცხებით მიწაზე.
მერწყული
თავისუფალი დრო გამოგიჩნდებათ და ან ახალი პროექტების განხილვას შეძლებთ, ან – სწავლის მიღებას, ცოდნის გაღრმავებას.
თევზები
კარგი დღეა საქმიანი შეხვედრებისთვის, მეგობრების მოსანახულებლად. მათივე დახმარებით გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა.