31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაძაბული დღეა. შეიძლება გადაღლამ და ნერვიულობამ თავი იჩინოს. განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ ნათესავებთან და ახლო მეგობრებთან ურთიერთობაში, რომ არ გაანაწყენოთ. ამ პერიოდში შეიძლება თქვენი შემოქმედებითი ნიჭი სრულად გამოავლინოთ და საზოგადოების მოწონება დაიმსახუროთ. ყველა შენაძენი წარმატებული იქნება, ძვირფასეულობისა და მეტალის ნაკეთობების გარდა.

 

კურო
ყურადღება მიაქციეთ საკუთარი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობას. არსებობს ტრავმის ან დაავადების რისკი. მოსალოდნელია ხასიათის უმიზეზო ცვლილება. სუფთა ჰაერზე სრულფასოვანი დასვენება, მეგობრებთან საუბარი და კარგად გამოძინება დაგეხმარებათ დაძაბულობის მოხსნაში. ადამიანებთან ურთიერთობაში თავშეკავება გამოიჩინეთ. ნუ ცდილობთ, სხვებს საკუთარი მოსაზრება თავზე მოახვიოთ. სასიამოვნო სიურპრიზი გელით.

 

ტყუპები
ტყუილებით, პროვოკაციებითა და ავანტიურებით სავსე დღეა. წინდახედულება გამოიჩინეთ ახლობელ ადამიანებთან საუბრის დროსაც კი – ზოგჯერ შეიძლება ერთმა გაუფრთხილებელმა სიტყვამ სკანდალი გამოიწვიოს. გაითვალისწინეთ, რომ ამ დღეს დაწყებული ავადმყოფობა ხანგრძლივი და რთული იქნება, ამიტომ თბილად ჩაიცვით და ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. ძლიერი თავის ტკივილი შეგაწუხებთ, რაც მუშაობის ხალისსაც დაგიკარგავთ და განწყობასაც გაგიფუჭებთ.

 

კირჩხიბი
სუფთა ჰაერზე დასვენება დაძაბულობას მოგიხსნით. თავშეკავება გამოიჩინეთ და ნუ ცდილობთ, ადამიანებს საკუთარი მოსაზრება თავზე მოახვიოთ. მალე მოგეცემათ საშუალება, რომ მიიღოთ შედეგი, რომელსაც დიდი ხანია ელით. სიურპრიზი გელით. მზად იყავით მოულოდნელი სტუმრებისთვის.

 

ლომი
რთული და დაძაბული დღეა. ეცადეთ, თავშეკავება გამოიჩინოთ, სიტუაცია ფხიზლად შეაფასოთ და ცხოველური ცხიმების მიღება შეზღუდოთ. მოერიდეთ აქტიურ მოქმედებებსა და ფიზიკურ დატვირთვას. შეზღუდეთ ურთიერთობა. ნებისმიერ კონტაქტს შეიძლება კამათი მოჰყვეს. ეცადეთ, ახლობელ ადამიანებთან მაქსიმალურად ტაქტიანი იყოთ. ნებისმიერი შენაძენი ძვირფასეულობისა და ხის ნაკეთობების გარდა, წარმატებული იქნება.

 

ქალწული
გამოფხიზლებისა და გარდაქმნის დღეა. ენერგიით სავსე ხართ და მზად ხართ, ყველა საჩქაროდ მოსაგვარებელი პრობლემა მოაგვაროთ. შეძლებთ, საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი სრულად გამოავლინოთ, თუნდაც სრულიად უინტერესო სამსახური გქონდეთ. ამასთანავე, შეძლებთ წარმატებას მიაღწიოთ იმაში, რაზეც დიდი ხანი ოცნებობდით და რაც, თქვენი აზრით, ნამდვილად ბედნიერს გაგხდით. სავარაუდოდ, მოსაწვევს მიიღებთ და უარი არ უნდა თქვათ, რადგან ეს სტუმრობა უამრავ მეგობარსა და სასიამოვნო წუთს გაჩუქებთ და თქვენს ცხოვრებას მრავალფეროვანს გახდის.

 

სასწორი
სრულფასოვანი დასვენება სუფთა ჰაერზე და კარგად გამოძინება დაღლილობისა და დაძაბულობისგან გაგათავისუფლებთ. მოიცილეთ ეჭვები და უნდობლობა და საყვარელი ადამიანების მიმართ მეტი სიყვარული გამოავლინეთ. მალე მიიღებთ შედეგს, რომელსაც დიდი ხანია ელით.

 

მორიელი
ხელსაყრელი დღეა სულიერი განვითარებისთვის, ახალი საქმის დაწყებისთვის, ქორწინებისა და ბავშვის ჩასახვისთვის. გირჩევთ, ენერგიულად დაიწყოთ ახალი საქმე, გაააქტიუროთ საკუთარი მოღვაწეობა ბიზნესში და საბოლოოდ ჩამოყალიბდეთ ახლობელ ადამიანთან ურთიერთობაში. ნუ აჰყვებით ფარულ ემოციებს, რომლებიც არასასურველ შედეგებს მოგიტანთ. გარეგნული სიმშვიდის ნიღაბი არაკეთილმოსურნეთა თავდასხმებისგან დაგიცავთ.

 

მშვილდოსანი
სერიოზული პროვოკაციების, ავანტიურული თავგადასავლებისა და ტყუილების დღეა. მშვილდოსანი მამაკაცები შესაძლოა, სიყვარულის ბადეში გაეხვიონ, თუმცა რომანი ხანმოკლე იქნება – სასიყვარულო ვნებას მალე გულგრილობა შეცვლის. გამორიცხული არაა, რომ მშვილდოსან ქალებს მეგობრენთან ან ნათესავებთან ურთიერთობის გარკვევა მოუწევთ. წინდახედულება და სიფრთხილე გმართებთ – ზოგჯერ ერთმა დაუფიქრებელმა სიტყვამ შეიძლება სკანდალი გამოიწვიოს.

 

თხის რქა
მოსალოდნელია სასიამოვნო შეტყობინება ან შეხვედრა. ერიდეთ გადაჭარბებულ თვითკრიტიკულობას ან პრეტენზიებს პარტნიორის მიმართ. სტუმრად მისული უამრავ მეგობარს გაიჩენთ, რომლებისთვისაც მომავალში ძვირფასი ადამიანი გახდებით.

 

მერწყული
აქტიური დასვენებისთვის შესაფერისი დღეა. კარგი იქნება, თუ თოვლში სასრიალოდ ან პარკში სასეირნოდ წახვალთ. ახლობელ ადამიანებს თქვენი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია სტუმრების მოსვლა ან შეტყობინება, რომელიც ოჯახში ურთიერთობას გაართულებს. მზად იყავით სერიოზული პრობლემებისთვის.

 

თევზები
გამორიცხული არაა უეცარი შემობრუნება თქვენს ცხოვრებაში. გაჩნდება ფულის შოვნის შანსი, თუმცა უნდა ერიდოთ სარისკო საქმეებს, მაქინაციებსა და სპეკულაციებს. თევზებს ეს, მოგების ნაცვლად, ფინანსურად დააზარალებს. გაითვალისწინეთ, რომ ოჯახურ კონფლიქტს შეიძლება სახიფათო და დრამატული შედეგი მოჰყვეს. იფიქრეთ საკუთარ შვილებზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები