31 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საქმეების მიუხედავად დასვენებასაც მოახერხებთ. არ დაგავიწყდეთ ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენა. დღეს შეიძლება წვეულების ყველაზე პოპულარული ადამიანი გახდეთ.
კურო
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. საოჯახო საქმეებში ოჯახის წევრები დაიხმარეთ. მოერიდეთ უთანხმოებას გარშემო მყოფებთან.
ტყუპი
დროულად დაასრულეთ საქმეები და დრო საკუთარი თავისთვისაც გამონახეთ. მეგობრებთან ერთად გასართობ ადგილებს დაესწარით.
კირჩხიბი
საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ და სასარგებლო ნაცნობებსაც გაიჩენთ. დღეს უამრავ ქათინაურს გაიგებთ.
ლომი
პოზიტიური ემოციებით დატვირთული დღე გელით. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.
ქალწული საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. გააუმჯობესეთ დამოკიდებულება ახლობლებთან; მოიკითხეთ ნათესავები.
სასწორი საოჯახო და სამსახურებრივი საქმეების დასრულების შემდეგ გამონახეთ დრო საკუთარი თავისთვის. მეტად იმხიარულეთ.
მორიელი
საღამომდე დაასრულეთ სამსახურებრივი და საოჯახო საქმეები, რათა დღესასწაული ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ.
მშვილდოსანი
დილიდან პოზიტიური ცვლილებები გელით. სიურპრიზებისა და საჩუქრების საღამო გელით.
თხის რქა
დღეს მოთმინება უნდა გამოავლინოთ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და სასიამოვნო ადამიანებს გაიცნობთ.
მერწყული
საღამომდე დაასრულეთ სამსახურებრივი და საოჯახო საქმეები, რათა დღესასწაული ახლობლებთან ერთად მხიარულად გაატაროთ.
თევზები
გაისტუმრეთ ვალები, დაარიგეთ საჩუქრები. დღეს საკუთარი თავისთვის ბევრ საინტერესო აღმოჩენას გააკეთებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები