31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

126
SHARE

ვერძი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული, დასამახსოვრებელი დღე გელით. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ, რომლებიც რჩევებითა და კავშირებით დაგეხმარებიან. საყვარელი ადამიანის მიმართ გულწრფელი და მოსიყვარულე უნდა იყოთ.

კურო
სტაბილური და ჰარმონიული დღე გელით. დრო ისე გადაანაწილეთ, რომ სამსახურის საქმეეების პარალელურად საოჯახო ვალდებულებებიც შეასრულოთ. დახმარებისთვის კოლეგებისა და მეგობრების შეწუხება ნუ მოგერიდებათ.

ტყუპი
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, იდეების განსახორციელებლად. მთავარია, არ იზარმაცოთ და მიზანმიმართულად იმოქმედოთ. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ. მათ მიმართ მეტი მზრუნველობა გმართებთ.

კირჩხიბი
შეხვედრებისა და ახალი საქმეების დაწყების დღე გელით. ნუ მოგერიდებათ გულახდილი საუბრების, როგორც კოლეგებთან, ასევე საყვარელ ადამიანთან. ნუ დაივიწყებთ ვარჯიშს; რეკორდს თუ ვერ მოხსნით, ჯანმრთელობას მაინც გაიუმჯობესებთ.

ლომი
საინტერესო ადამიანს გაიცნობთ. თუ კარდინალურ ცვლილებებზე ოცნებობდით, დღეს დაიწყეთ ცვლილებების განხორციელება. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას, შოპინგს დაუთმეთ.

ქალწული
მნიშვნელოვანი საქმეების დაწყების დღეა. თამამად იმოქმედეთ, წარმატება თქვენ მხარეზეა. საყვარელ ადამიანს ნუ აეჭვიანებთ. მარტოხელებს ფლირტი და პაემანი გელით.

სასწორი
საშუალება მოგეცემათ გამოავლინოთ თქვენი ნიჭი და განახორციელოთ იდეები. გავლენიანი ადამიანების ყურადღებას მიიქცევთ. ნუ მოგერიდებათ ინდივიდუალურობის გამოხატვის. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
პოზიტიური დღე დაგიდგათ. ყველა საქმეში ხელი მოგემართებათ. დილა სამსახურის საქმეების, ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. დღის მეორე ნახევარში საინტერესო ნაცნობობა, შეხვედრები და რომანტიკული პაემანი გელით.

მშვილდოსანი
შემოქმედებითი იდეების განხორციელების დღეა. მეტი დრო გაატარეთ მეგობრების გარემოცვაში. საღამოს საყვარელ ადამიანს პაემანი დაუნიშნეთ.

თხის რქა
ენერგიული და ინიციატივიანი ხართ. უფროსი აღფრთოვანებულია თქვენი იდეებით და მათ განხორციელებაში დაგეხმარებათ. ისარგებლეთ მომენტით და მოითხოვეთ დაწინაურება ან ხელფასის მომატება.

მერწყული
დღევანდელი დღე შეხვედრებით, ახალი პროექტების დაწყებით, საქმიანი მოლაპარაკებებით დაგამახსოვრებთ თავს. დიპლომატიურად მოაგვარეთ ნათესავებთან დაკავშირებული უსიამოვნებები. ერთმანეთზე განაწყენებული ახლობლები სადღესასწაულო სუფრასთან შეარიგეთ.

თევზები
განახორციელეთ დიდი ხნის გეგმები. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და ურთიერთგაგება სუფევს. საღამოს რომანტიკული პაემანი გელით.

FB კომენტარები

კომენტარი