31 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

40
SHARE

ვერძი
მაქსიმალურად მოთოკეთ ემოციები, მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას კოლეგებთან, ნათესავებთან და განსაკუთრებით, საყვარელ ადამიანთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

კურო
ენერგიით აღსავსე და ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. თქვენ მიერ შესრულებულ სამუშაოს უფროსი დადებითად შეაფასებს. საღამოს ნეგატიური ენერიისგან დაცლაში ვარჯიში დაგეხმარებათ.

ტყუპი
დღეს თვალის დახამხამებას ვერ მოასწრებთ ისე წაეჩხუბებით თანამგზავრს მგზავრობისას, კოლეგას, საყვარელ ადამიანს. იყავით მაქსიმალურად მშვიდი და მოერიდეთ მწარე სიტყვების თქმას. პაემანი ან მეგობრებთან შეხვედრა სხვა, უფრო მშვიდ დღეს გადაიტანეთ.

კირჩხიბი
აქტიური და ენერგიული ხართ, მაგრამ ეცადეთ, არ წაეჩხუბოთ კოლეგებს, არ დაკარგოთ კლიენტები, პარტნიორები და არ გაიფუჭოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. არ წამოეგოთ პროვოკაციებს. მოიმზადეთ პიტნის ჩაი, ყურსასმენებით მოუსმინეთ მშვიდ მუსიკას და იმუშავეთ.

ლომი
დღეს უნდა იყოთ მაქსიმალურად მშვიდი. ნუ გამოხატავთ ეგოიზმსა და ემოციურობას. მოაწესრიგეთ სამუშაო მაგიდა; დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გვიანობამდე სამსახურში ნუ გაჩერდებით, მალევე დაბრუნდით შინ.

ქალწული
დღეს გაგაღიზიანებთ ყველაფერი, ჩიტების ჭიკჭიკიც კი. მოერიდეთ ენერგეტიკული სასმელების დალევას, შეამცირეთ ყავის დოზა. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მაქსიმალურად მოერიდეთ კონფლიქტს გარშემო მყოფებთან.

სასწორი
დილიდან შეიქმენით ამაღლებული განწყობა. მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეებს, მაგრამ ნურც გართობაზე, მეგობრებთან ურთიერთობაზე იტყვით უარს. სასიამოვნო ნაცნობობა შეიძლება რომანტიკულ ურთიერთობაში გადაიზარდოს.

მორიელი
ენერგიული ხართ და იდეალურად გაუმკლავდებით სამსახურის საქმეებს, ვარჯიშისთვისაც დაგრჩებათ დრო და საღამოს რომანტიკულ პაემანზეც გაატარებთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმები, მიანიჭეთ პრიორიტეტები

მშვილდოსანი
უამრავი საქმე დაგიგროვდათ და მუშაობას დილიდან უნდა შეუდგეთ. თუმცა, ამის სურვილიც გაქვთ და ენერგიაც. მოერიდეთ გარშემო მყოფების კრიტიკას. მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა კოლეგებთან და უფროსთან.

თხის რქა
იმდენად ენერგიული და მობილიზებული ხართ, რომ დღეს უამრავ საქმე, ვალდებულებას მოაგვარებთ. თუ არ გსურთ, გარშემო მყოფებთან ურთიერთობა გაიფუჭოთ, მოერიდეთ კრიტიკულ შენიშვნებს, რჩევების გაცემას.

მერწყული
დღეს მაქსიმალურად მეტი ვალდებულება უნდა შეასრულოთ. სამსახურში ისეთი საქმეები მოაგვარეთ, რომლებსაც დამოუკიდებლად გაუმკლავდებით და ნაკლები შეხება მოგიწევთ კოლეგებთან და უფროსთან. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას იყავით ნაკლებად კრიტიკული და კატეგორიული.

თევზები
დღეს განმარტოებით, მშვიდ გარემოში უნდა იმუშაოთ. ასე უფრო ადვილად გაართმევთ საქმეს თავს. საუკეთესოა, მუშაობა სუფთა ჰაერზე, აივანზე. თუ ამის საშუალება არ გაქვთ, საღამოს სკვერში გაისეირნეთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი