ვერძი – გარშემო მყოფებთან ყოველთვის ჰარმონია ვერ გექნებათ. თქვენ გაქვთ თქვენი საქმეები და ურთიერთობის გარკვევა-მოგვარებაზე ნუ მოცდებით.
კურო – პოზიტიური შესაძლებლობები გამოგიჩნდებათ. მთავარია, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ. ისწავლეთ დიალოგს სწორად წარმართვა. ნუ ზარმაცობთ, თქვენ უკვე მზად ხართ უფრო რთული დავალებების შესასრულებლად.
ტყუპი – საკუთარ მოსაზრებებს გარშემო მყოფებს ნუ მოახვევთ. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. განსაკუთრებით როცა საქმე პირადი ცხოვრების დარეგულირებას ეხება. ეცადეთ, მეტად დაამტკიცოთ თქვენი ერთგულება.
კირჩხიბი – კარგად იცით როგორც უნდა მოიქცეთ და რაც უნდა გააკეთოთ. დღეს ამაყი იქნებით საკუთარი მიღწევებით. მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული შესაძლებლობები.
ლომი – ურთიერთობის, მიმოწერის, მეგობრებთან ერთად დროს გატარების დღეა. ეცადეთ, ბოროტად არ ისარგებლოთ ახლობლების კეთილგანწყობით. არავის გაუმხილოთ რა წყაროდან იღებთ ფულს.
ქალწული – დაგროვილი და გადადებული საქმეები მოგვარების დღეა. თანამოაზრეებთან შეთანხმებულად უნდა იმოქმედოთ. მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ უმჯობესია, ჯერ ძველი პროექტები დაასრულოთ.
სასწორი – საყვარელ ადამიანთან დაძაბული ურთიერთობის გამო საქმეებსაც ვერ უდებთ გულს. იყავით მეტად ძლიერი და დაუმტკიცეთ გარშემო მყოფებს, რომ თქვენი ნდობა შეიძლება.
მორიელი – ნუ ხართ ზედმეტად პირდაპირი. ხანდახან ადამიანს სიმართლე შერბილებულად უნდა უთხრათ. მეგობრულ საუბარს მკაცრ დაკითხვად ნუ გადააქცევთ.
მშვილდოსანი – მოერიდეთ ურთიერთობის დაძაბვას უფროსთან. ნუ ილაპარაკებთ ისეთ თემებზე, რომ არავინ მოგისმინოთ. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.
თხის რქა – მშვიდი და კომფორტული დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ გადადებული პროექტების მოგვარებას. დოკუმენტებზე მუშაობისას მაქსიმალური სიფრთხილე გმართებთ.
მერწყული – საკუთარ გაღიზიანებულობას სხვებს ნუ დაანახვებთ. იყავით მეტად მობილიზებული საკუთარ ვალდებულებებზე და სხვის საქმეებში ნუ ჩაერევით.
თევზები – მოერიდეთ აგრესიულ ადამიანებთან ურთიერთობას და უფრო მეტი, მათთან კამათს. ნუ შეიძენთ ძვირად ღირებულ და უსარგებლო ნივთებს.