30 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაზოგეთ ძალები და ენერგია უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. კარგი დღეა კრეატიული და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო მშვიდ, მეგობრულ გარემოში გაატარეთ.

კურო
კარგი დღეა ახალი ტექნოლოგიების შესასწავლად და გამოსაყენებლად. ზოგიერთი ჰობის შემოსავლის წყაროდ აქცევს. ზოგიერთები კი ძველი პრობლემის მოგვარებას ახალი მეთოდებით შეძლებენ.

ტყუპი
სხვა დღისთვის გადადეთ დოკუმენტების გაფორმება და მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება; ყოველდღიური საზრუნავით შემოიფარგლეთ. ზოგიერთები ახალი იდეების განსახორციელებლად ახალ თანამოაზრეებს გაიჩენენ. საღამო ბავშვებთან და ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

კირჩხიბი
ამაღლებულ განწყობაზე ხართ და დადებითი ემოციებით აღსავსე. ყურადღება არ მიაქციოთ უმნიშვნელო უსიამოვნებებს. ზოგიერთები დღევანდელ დღეს გრანდიოზული გეგმების განხილვას დაუთმობენ. მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

ლომი
სასურველის მისაღწევად შრომა მოგიწევთ. თუ რაღაც პირველ ჯერზე არ გამოგდით, არ დანებდეთ, იბრძოლეთ სასურველის მისაღწევად. დღეს მოსალოდნელია შეხვედრა კომპეტენტურ ადამიანებთან, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებიან.

ქალწული
დღეს კოლეგებს თავს დაამახსოვრებთ, როგორც კომპეტენტური თანამშრომელი, რომელსაც ნებისმიერ უსიამოვნების მოგვარება მარტივად და სწრაფად შეუძლია. დაასრულეთ საქმეები, რათა საღამოს მშვიდ გარემოში შეძლოთ დასვენება.

სასწორი
კარგი დღეა ვაჭრობისა და შენაძენებისთვის. ზოგიერთები გამოსადეგ ადამიანებს გაიცნობენ. დღეს ყურადღების ცენტრში იქნებით, შექებასა და კომპლიმენტებს დაიმსახურებთ. თავად კი მეტად გაიღიმეთ.
მორიელი
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ, რაც თქვენს ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის. დღეს საკუთარი ძალების ახალ სფეროში მოსინჯვა მოგინდებათ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო ბავშვებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
აუჩქარებლად იმოქმედეთ, ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს და ნუ ეცდებით ყველას დახმარებას. ჯერ საკუთარი საქმეები დაასრულეთ. არ წამოიწყოთ ახალი პროეტები, მიმდინარეები დაასრულეთ.

თხის რქა
თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო წარმატებას და აღიარებას მოგიტანთ. ნუ მიატოვებთ შუა გზაზე დაწყებულ საქმეებს. მეტი ყურადღება გმართებთ გარშემო მყოფების რჩევების მიმართ.

მერწყული
კარგი დღეა გარშემო მყოფების დასახმარებლად, – მატერიალურად და მორალურად. კოლეგებს საქმეების დასრულებაში შეუწყეთ ხელი. არც ნათესავები დაივიწყოთ. მათ მიმართ მეტი მოთმინება გმართებთ.

თევზები
პოზიტიური დღე გელით, ყველა საქმეში ხელი მოგემართებათ. პირადი ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებები გელით. საღამოს ოჯახის წევრებისთვის შინაურული დღესასწაული მოაწყვეთ.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები