ვერძი
მიუხედავად იმისა, რომ გუშინ დაისვენეთ, დღეს თავს გამოწურული ლიმონივით იგრძნობთ. დაკვირვებით იმუშავეთ. მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. საღამო კითხვაში ან ფილმის ყურებაში გაატარეთ.
კურო
ორშაბათი მძიმე დღეა – ამაში დილითვე დარწმუნდებით. მუშაობის ნაცვლად სიმშვიდე და დასვენება მოგინდებათ. შეიძლება შვებულებაზეც დაფიქრდეთ. კოლეგების რისხვა რომ არ დაიმსახუროთ, არომატული ყავა მიირთვით და მუშაობას შეუდექით. საღამოს არ დაგეგმოთ საქმიანი შეხვედრები და პაემანი.
ტყუპი
დაღლილობის მიუხედავად მუშაობასა და კლიენტებთან შეხვედრას ვერსად გაექცევით, თუმცა მნიშვნელოვანი საქმეები და მოლაპარაკებები სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების შესადგენად, მიღწეულის შესაფასებლად.
კირჩხიბი
ორშაბათის დილა მოსაწყენი არ მოგეჩვენებათ, თუ მას კონტრასტული შხაპით, არომატული ყავითა და კოცნებით დაიწყებთ. შეამცირეთ ურთიერთობა კოლეგებთან, მოერიდეთ კონფლიქტებს, ჭორაობას. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ლომი
ენერგიული და ოპტიმისტურ განწყობაზე ხართ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ, დაასრულეთ უკვე დაწყებული პროექტები. მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა მოშურნეებთან; არ გაამხილოთ იდეები, საიდუმლოებები. სხვა დღისთვის გადადეთ პაემანი. საღამო შინ გაატარეთ.
ქალწული
დღეს მეტად დაკვირვებით უნდა იმუშაოთ; განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ დეტალებისა და კოლეგების მიერ შესრულებული სამუშაოსადმი. საღამოს შეამცირეთ კონტაქტები. ეცადეთ, არავინ შეგიშალოთ ხელი დასვენებაში. კარგია კითხვა და დოკუმენტური ფილმების ყურება.
სასწორი
მნიშვნელოვანი საქმეები გექნებათ შესასრულებელი. რაც თქვენგან ყურადღებას და ენერგიას მოითხოვს. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ. თუ ძალა გეყოფათ იოგის ან ცურვისთვის კარგია, განწყობა გაგიუმჯობესდებათ.
მორიელი
დილიდან შეიქმენით კარგი განწყობა და ეცადეთ, იგი დღის ბოლომდე შეინარჩუნოთ. არ მოდუნდეთ და არ მოექცეთ სხვათა გავლენის ქვეშ. შეასრულეთ ყოველდღიური საქმეები და მოერიდეთ აქტიურ ქმედებებს. ენერგიის დაცლაში ვარჯიში, სირბილი დაგეხმარებათ.
მშვილდოსანი
მოერიდეთ კოლეგებთან ურთიერთობას და აქტიურ ქმედებებს. უმჯობესია დღე განმარტოებით გაატაროთ. დაასრულოთ დაწყებული საქმეები; გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. სხვა დღისთვის გადადეთ პაემანი. საღამო სათავგადასავლო ჟანრის ფილმის ყურებაში, წიგნის კითხვაში გაატარეთ.
თხის რქა
კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მაქსიმალურად შეამცირეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან; განსაკუთრებით სამსახურში. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ და გამოიძინეთ.
მერწყული
დილიდან იზრუნეთ განწყობაზე. თქვენ გაქვთ ბედნიერების რეცეპტი (არომატული ყავა, კონტრასტული შხაპი, ვარჯიში) და გამოიყენეთ იგი. სამსახურში გვიანობამდე ნუ გაჩერდებით. ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. იყავით ყურადღებით დეტალებისადმი. საღამო შინ, საყვარელი ადამიანების გვერდით გაატარეთ.
თევზები
სამსახურის საქმეები მოწყენისა და დასვენების საშუალებას არ მოგცემთ. სიმხნევისთვის დილა ვარჯიშით, არომატული ყავით დაიწყეთ. იყავით მეტად ოპტიმისტური. საღამოს გადადეთ ყველა საქმე, ვალდებულება და წაიკითხეთ წიგნი, რომლისთვისაც აქამდე არასდროს გრჩებოდათ დრო.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge