30 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ეს დღე მიზნების, სურვილებისა და ოცნებების ასრულებას განასახიერებს. ამასთანავე, მეუღლე ფინანსური წარმატებებით გაგახარებთ და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობების ასპარეზი გადაიშლება. გირჩევთ, შანსი ხელიდან არ გაუშვათ და ხელსაყრელი შესაძლებლობით ისარგებლოთ.

კურო
ამაღლებულ განწყობაზე ხართ და მოგზაურობაზე ოცნებობთ. მოსალოდნელია საინტერესო და სასარგებლო შეხვედრა და მნიშვნელოვანი სატელეფონო საუბრები. მეგობრებთან ერთად გართობა და დასვენება სამომავლო წარმატების გარანტიაა. გამორიცხული არაა, რომ ელიტარულ წვეულებაზე საჭირო ადამიანები გაიცნოთ და მათთან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გამართოთ.

ტყუპები
სოციალური აქტიურობის დღეა. ამჟამად თქვენი მთავარი ამოცანაა, მიმდინარე მოვლენების არსს ჩასწვდეთ და გარშემომყოფთა პრობლემებში გაერკვეთ. თუ ახლობლების დახმარებას შეძლებთ, ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა მყისიერ შედეგებს არ უნდა ელოდოთ.

კირჩხიბი
უახლოეს ხანებში სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი წარმატებული იქნება, თუმცა შესაძლოა, ამას მედიცინასთან კავშირი არ ჰქონდეს. მოსალოდნელია შეხვედრა, რომელიც თქვენს მომავალ ცხოვრებას განაპირობებს.

ლომი
ამ დღეს განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩევით და ნებისმიერ ადამიანში სულიერ კავშირებს ეძებთ. სწავლასთან დაკავშირებული საკითხები კარგად გამოგდით. ნაცნობობა შეიძლება ხანგრძლივ ურთიერთობაში გადაიზარდოს. წარმატებული მოგზაურობა და მოლაპარაკებები გელით. თამამად გააფორმეთ დოკუმენტები და ხელშეკრულებები. უარს ნუ იტყვით საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის სიამოვნებაზე.

ქალწული
სავარაუდოდ, ფინანსური შემოსავალი გელით, თუმცა ფულს მაშინვე საქმეში ჩადებთ ან გადასახადებს დაფარავთ. ეცადეთ, ვალში არავისთან დარჩეთ, რადგან მომავალი თვიდან ბიზნესში არასტაბილურობა და უსიამოვნო ტენდენციები გელით.

სასწორი
ეს დღე სენტიმენტალური იქნება თქვენთვის. იფიქრეთ მარტივად, მაგრამ ზედმეტად ნუ იოცნებებთ. მარტივი აზროვნება სამსახურებრივი საქმიანობის შესრულებაშიც შეგიწყობთ ხელს. სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები ამ დღეს არ შეინიშნება.

მორიელი
თქვენი დღის განრიგში დადგება საკითხი ხანგრძლივ მოგზაურობასთან ან უცხოელ პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით. არ გამოირიცხება შორეული მოგზაურობა ნათესავებთან. შესაძლოა, სასამართლოში სარჩელი შეიტანოთ და თუკი ასე მოხდება, არ ინერვიულოთ – სასამართლო პროცესები სწრაფად განვითარდება.

მშვილდოსანი
სხვადასხვა საკითხებზე შეხვედრები და მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება და ხანგრძლივი პოზიტიური ხასიათი ექნება. მიმართეთ კონსულტაციისთვის გამოცდილ ადამიანებს. მათი რჩევები და დახმარება თქვენთვის სასარგებლო და ეფექტური აღმოჩნდება.

თხის რქა
თქვენი ოჯახური ცხოვრება მოულოდნელობით იქნება სავსე. შესაძლოა, ახალი ნაცნობობა გელოდებათ და ჯვრისწერის შესახებაც ძალიან მალე მიიღებთ გადაწყვეტილებას. ეს დღე შესანიშნავია ცუდი მოვლენების დასავიწყებლად. თუკი დაქორწინებას გადაწყვეტთ, ვარსკვლავები გირჩევენ, დიდი ხნით არ გადადოთ.

მერწყული
დაოჯახებული მერწყულები მეორე ნახევრებთან ურთიერთობის დროს სიძლიერესთან დაკავშირებით გაივლით შემოწმებას. მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე რთული მომენტი წარსულს ჩაბარდა, მაინც ცოტაოდენი უნდობლობა გექნებათ, თუმცა, ურთიერთობის გამყარების ყველანაირი შანსი გაქვთ. მიეცით ერთმანეთს ამოსუნთქვის საშუალება და მიხვდებით, რომ პრობლემებიც არ შეგექმნებათ.

თევზები
ეს დღე იმედგაცრუებებით, უკმაყოფილებითა და გრძნობების გაციებით იქნება სავსე. უსიამოვნების კომპენსირება პირად ცხოვრებაში ძალიან ბევრი შრომით მოგიწევთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები