30 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი დღის გეგმებში სასიამოვნო ცვლილება გელით. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და დაწყებული საქმეების დასასრულებლად.

კურო საქმეების მოგვარებას კოლეგებისა და უფროსის დახმარებით შეძლებთ. მეტად გამოავლინეთ ლიდერისა და პროფესიონალის თვისებები. პოზიტიური ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

ტყუპი იდეების რეალიზებას გავლენიანი ახლობლების დახმარებით შეძლებთ. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. შეყვარებულებმა გაუმჯობესეთ დამოკიდებულება საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი ენერგიული ხართ და დაწყებული საქმეების დასრულება არ გაგიჭირდებათ. გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობა და ახლობლებისთვის საჩუქრების შეძენას შეძლებთ.

ლომი დაასრულეთ დაწყებული საქმეები. გამოასწორეთ შეცდომები. მარტივად მიაღწევთ სასურველს. ზოგიერთს დაწინაურება, ზოგს ხელფასის მომატება ელის.

ქალწული გააუმჯობესეთ დამოკიდებულება საქმიან პარტნიორებთან, ახლობლებთან და მეგობრებთან. შეიძლება მათ შორის აღმოაჩინოთ თქვენი მომავალი სასიყვარულო პარტნიორი. საღამო თანამოაზრეებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი დასვენებისა და ძალების აღდგენის დღეა. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემო მყოფებთან. ახლობლებზე მეტი ზრუნვა გმართებთ. ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილებები მიიღოთ.

მორიელი კარგი დღეა ცვლილებებისთვის. ზოგიერთს ახალ სამსახურში გადასვლა, ან საქმიანობის შეცლა ელის. ზოგიერთს კი – დაწინაურება. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისა და ადამიანებისგან მშვილდოსანი შრომისმოყვარე ნიშნებს დაწინაურება, ახალ საქმიანობაში ჩართვა ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელით. კარგი დღეა მგზავრობისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად.

თხის რქა ახალ გავლენიან მეგობრებს გაიჩენთ, რომლებიც მომავალში საქმეების მოგვარებაში დაგეხმარებიან. მარტოხელებს რომანტიკული ნაცნობობა ელით.

მერწყული კარგი დღეა იდეების, განსაკუთრებით შემოქმედებითის განსახორციელებლად. ზოგიერთს დაწინაურება ან მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესება ელის.

თევზები რომანტიკისა და არაორდინალური აღმოჩენების დღეა პირად ცხოვრებაში. მარტოხელებს საინტერესო ნაცნობობა ელით. თქვენი რჩეული შეიძლება დიდი ხნის მეგობარი ან ახლობელი გახდეს.

კომენტარები

სხვა სიახლეები