30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. დაკავდით საყვარელი საქმიანობით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
მოაწყვეთ ოჯახური შოპინგი. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, დროა, ახალი სიყვარული მოძებნოთ.

ტყუპი
სასიამოვნო სიახლეები გელით. კარგი დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის. საღამოს არ გამოაკლდეთ წვეულებას.

კირჩხიბი
საოჯახო საქმეების მოგვარების პარალელურად დაისვენეთ, სასიამოვნო ნაცნობობა და ცვლილებები გელით პირად ცხოვრებაში.

ლომი
დაისვენეთ, მოდუნდით. შეხვდით მეგობრებს ან საყვარელ ადამიანთან ერთად მოაწყვეთ რომანტიკული საღამო.

ქალწული
კარგი დღეა ინფორმაციის მისაღებად. ახლობლებთან ურთიერთობისთვის. იყავით კარგი მსმენელი და რჩევებსაც მიაქციეთ ყურადღება.

სასწორი
ახლობლები ყველა საქმეში დაგეხმარებიან. მეტი დრო გაატარეთ ბუნებაში. საღამო – რომანტიკულ გარემოში.

მორიელი
ფლირტის, სასიამოვნო ნაცნობობის დღეა. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად კომედიას უყურეთ.

მშვილდოსანი
დაისვენეთ, გამოიძინეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. შოპინგისთვის.

თხის რქა
დაივიწყეთ ყველა საქმე და ვალდებულება და გაერთეთ. საღამოს საყვარელი ადამიანისგან სიურპრიზს ელოდეთ.

მერწყული
თქვენი იდეების გენიოსებსაც კი შეშურდებათ. განახორციელეთ ზოგიერთი მაინც. მეგობრებთან ერთად საყიდლებზე გაემართეთ.

თევზები
მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან ერთად. სასურველია, ბუნებაში, მდინარის ან ტბის პირას.

კომენტარები

სხვა სიახლეები