30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამოს მეგობრებთან ერთად გაისეირნეთ, იმხიარულეთ.

კურო
დღევანდელი დღე სილამაზისა და სიყვარულის დღეა. გააუმჯობესეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან. მოერიდეთ მგზავრობას, განსაკუთრებით, შორ მანძილზე.

ტყუპი
შთაბეჭდილებების, გართობის დღეა. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. ეწვიეთ კულტურულ ღონისძიებებს, დაესწარით სპორტულ შეჯიბრებებს.

კირჩხიბი
კარგია წყალთან კონტაქტი, გაისეირნეთ ტბის, მდინარის სანაპიროზე. სასურველია, მეგობარი ან საყვარელი ადამიანი გაიყოლოთ და დაუვიწყარი ემოციებით დაიმუხტოთ.

ლომი
კარგი დღეა პასიური დასვენებისთვის. მოიმარაგეთ წიგნები და უყურეთ ფილმებს. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

ქალწული
ყველა მნიშვნელოვანი საქმე სამშაბათამდე

გადადეთ. კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად. საყვარელ ადამიანს საკუთარ მოსაზრებას ნუ მოახვევთ თავს.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან. მოერიდეთ ამურულ ავანტიურას ახალგაცნობილთან. საღამოს მხიარულება გელით.

მორიელი
კარგი დღეა ქალაქგარეთ გასამგზავრებლად, მეგობრებთან შესახვედრად. საყვარელი ადამიანი ყველა წამოწყებაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი
იდეალური დღეა ვარჯიშისთვის, თუმცა, გადატვირთვას არ გირჩევთ. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე. საღამო მეგობრები მხიარულ გასართობში, სპორტულ თამაშში აიყოლიეთ.

თხის რქა

ზოგიერთს წარსული შეახსენებს თავს, დიდი ხნის უნახავ ნაცნობთან გელით შეხვედრა. თუ გრძნობთ, რომ ადამიანი გამოსწორდა, მიეცით თქვენს ცხოვრებაში დაბრუნების შანსი.

მერწყული
კარგი დღეა კულტურულ ღონისძიებებზე დასასწრებად, ბუნებაში გასასეირნებლად. საღამო მეგობრებთან ერთად, მხიარულ გარემოში, გაატარეთ.

თევზები
დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გპირდებათ ექსკურსია ან ქალაქგარეთ მგზავრობა. მთავარია, არ დააგვიანოთ. ზოგიერთებს დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან ელით შეხვედრა.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები