30 წელს გადაცილებული ქალის 10 თანამედროვე მცნება – ისწავლეთ სხვის შეცდომებზე

161
SHARE

ეს იუმორით გაჯერებული რჩევები იმიტომაა გასათვალისწინებელი, რომ გამოცდილმა ქალებმა გაგვიზიარეს. ძნელია, არ დაეთანხმო. გადახედეთ, იქნებ თქვენც სასიკეთოდ გიბიძგოთ.

1. თუ არჩევანი გაქვს ტორტსა და ვაშლს შორის, უპირატესობა ჭიქა წყალს მიანიჭეთ.
2. თუ ღამის 12 საათზე გაგახსენდათ, რომ თავი გაქვთ დასაბანი, მანიკიური და ეპილაცია გასაკეთებელი, დაწექით და დაიძინეთ, შეგიძლიათ თმიანი ფეხები შარვალში დამალოთ. თმა შეიკრათ, ხოლო მანიკიური ავტობუსის ლოდინში გაჩერებაზე წაისვათ. მაგრამ უძილობასა და გადაღლილ გამომეტყველებას ვერაფრით დამალავთ.
3. იმოგზაურეთ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგეცემათ. ახალი შთაბეჭდილებები გამოცდილებასაც შეგძენთ და არც

დაბერების საშუალებას მოგცემთ.
4. სანამ ვინმეს გაკიცხავდეთ ჰკითხეთ საკუთარ თავს: “რა ჩემი საქმეა?” ამის შემდეგ შეგიძლიათ მოკუმოთ პირი და გააგრძელოთ მუშაობა.
5. ცეცხლოვან რომანსა და ფულის გამომუშავებას შორის არჩევანი თუ მოგეცათ, მეორე ვარიანტი აირჩიეთ.
6. როგორი მხიარული და დაუსრულებელიც არ უნდა იყოს წვეულება, ეცადეთ, მეორე დილით საკუთარ საწოლში გაიღვიძოთ.
7. დროის დაკარგვა არანორმალურ ადამიანზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ღირს, თუ თქვენ ექიმი ხართ, ის კი – პაციენტი, რომელიც ფულს გიხდით.
8. კამათში ჭეშმარიტება კი არა, თავის ტკივილი იბადება. ფრაზა, “კარგი, როგორც იტყვი” დროის ეკონომიასაც მოგიტანს და ნერვებსაც შეგინარჩუნებთ.
9. სიმშვიდესა და მარტოობაში გატარებული ერთი დღე სპა-სალონზე უკეთესად მოგადუნებთ.
10. არც ერთი მამაკაცი არ ღირს იმად, რომ მის გამო მოუხერხებელ ფეხსაცმელში დაიმტვრიოთ ფეხები.

შეინახეთ ეს რჩევები, გადახედეთ, როცა ცუდ განწყობაზე იქნებით და პოზიტიური განწყობა მომენტალურად დაგიბრუნდებათ.

 

წყარო: www.mshoblebi.ge

FB კომენტარები

კომენტარი