30 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

368
SHARE

ვერძი
ეს დღე შეიძლება თქვენთვის უბედნიერესი გახდეს. მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. მოულოდნელი და სოლიდური შემოსავალი გელით.

კურო
წვრილმანი და გადაუდებელი საქმეები სწორი არჩევანის გაკეთებაში ხელს გიშლით. თუ გავითვალისწინებთ, რომ არჩევანის გაკეთება ყოველთვის გიჭირდათ, პრობლემის გადაჭრას მხოლოდ პარტნიორებთან ერთად შეძლებთ, რომლებსაც თქვენი კარგად ესმით.

ტყუპები
პრინციპულ და მიზანსწრაფულ ტყუპებს დღის მეორე ნახევარი ბიზნესის განვითარების მიმართულებას და შესაძლოა, მთელი წლის გეგმებს უკარნახებს. პროფესიულ სფეროში წარმატებას მხოლოდ ენერგიული და კრეატიული ტყუპები მიაღწევენ. ნუ ცდილობთ, იეშმაკოთ და მიზანს „შემოვლითი გზებით“ მიაღწიოთ.

კირჩხიბი
სპორტული ღონისძიებებისა და აქტიურობისთვის შესაფერისი დღეა. გარშემომყოფებს თქვენი სისწრაფით და მოხერხებულობით გააოცებთ. რაც უფრო აქტიურად გაატარებთ დღეს, მით უფრო უკეთ იგრძნობთ თავს. კარგ ამინდში ეცადეთ, სუფთა ჰაერზე მეტი დრო გაატაროთ. წვიმიან ამინდში კი უპირატესობა სპორტულ დარბაზებსა და საცურაო აუზებს მიანიჭეთ.

ლომი
შრომისმოყვარეობითა და მიზანდასახულობით ნებისმიერ ამოცანას გაუმკლავდებით. მიზანი დაისახეთ და წარუმატებლობის ნუ შეგეშინდებათ. მოძებნეთ პარტნიორები ახალი პროექტების განსახორციელებლად და მხარდაჭერისთვის ოფიციალურ სტრუქტურებს მიმართეთ.

ქალწული
ქალწული ბავშვები საზოგადოებას შესანიშნავი მეხსიერებით გააოცებენ, თუმცა იმდენად „ჩაკეტილები“ არიან, რომ მათთან საერთო ენის გამონახვას ბევრი ვერ შეძლებს. ამისთვის გარკვეული დროა საჭირო.

სასწორი
შესაძლოა, თქვენი საქმიანობა ჩიხში შევიდეს და მოგეჩვენოთ, რომ გამოსავალი არ არსებობს. ეს დღე არ არის შესაფერისი დოკუმენტებზე ხელის მოსაწერად და მოლაპარაკებების დასაწყებად. ნებისმიერ შემთხვევაში, გამოიჩინეთ თავდაჭერილობა და გაამახვილეთ ყურადღება დეტალებზე.

მორიელი
ეს დღე სიცრუესთან და დანაკარგთან ასოცირდება. ახლობელი ადამიანი იმედებს გაგიცრუებთ. გულდასმით შეამოწმეთ მიღებული ინფორმაცია, რათა მოტყუებული არ დარჩეთ. სწორად გააფორმეთ დოკუმენტები და ყურადღება მიაქციეთ საკუთარი ქონების უსაფრთხოებას.

მშვილდოსანი
იდეის მოფიქრების დროს, შეგიძლიათ აქტიურად მოეკიდოთ საქმეს, თუმცა, მძიმე სამუშაოს შესასრულებლად მოტივაციის მოპოვება გაგიჭირდებათ. განეწყვეთ იმაზე, რომ სამუშაომ ფული უნდა მოგიტანოთ და იდეები წარმატების მიღწევაში უნდა დაგეხმაროთ.

თხის რქა
ამ დღეს ახალი ცხოვრების დასაწყებად განეწყობით. ფიზიკური აქტივობის მოთხოვნაც გაგიჩნდებათ. მეტ-ნაკლებად ეფექტური იქნება არა ძალისმიერი, არამედ გაწელვითი ვარჯიშები. კარგი იქნება, თუკი ყოველდღიურ რაციონში კალცით მდიდარ პროდუქტებს შეიტანთ.

მერწყული
შესაძლოა, უცხოელ პარტნიორებთან მუშაობა ან სტაჟირებაზე საზღვარგარეთ წასვლა მოგიწიოთ. არ გამოირიცხება, ენობრივ პრობლემას გადააწყდეთ. ამ პერიოდში ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრების ხარისხი შეცვალოთ, ახალი მეგობრები გაიჩინოთ და უცხო ენა შეისწავლოთ.

თევზები
ეს დღე პროდუქტიული აღმოჩნდება. შეძლებთ კოლექტივში დისციპლინის ამაღლებას, საორგანიზაციო შრომის გაუმჯობესებას, საკუთარი პოზიციების გამყარებას და სასურველი შესაძლებლობების გამოყენებას. შედეგად კი ბევრს მიაღწევთ.

FB კომენტარები

კომენტარი