“3.000 ევროს ხელფასს სთავაზობდნენ აზერბაიჯანის ნაკრებში…” – რას ყვება დავით ქაცარავა ზაზა ნადირაძეზე
ქართველი კანოისტი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა. ნადირაძემ 39.817 წამი დააფიქსირა და მედლამდე სულ ცოტა დააკლდა.
მის შესახებ ბევრს გუშინდლამდე არაფერი სმენია, ბევრმა ისიც კი არ იცოდა, რომ საქართველოს სპორტის ამ სახეობაში – კანოე, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდა. სპორტსმენის მეგობრები გუშინ “ფეისბუქზე” ზაზას პრობლემებზე წერდნენ, რისი გადალახვაც 22 წლის მცხეთელ სპორტსმენს იმისთვის უწევს, რომ წარმატებას მიაღწიოს.
კანოეს ფედერაციის პრეზიდენტს, დავით ქაცარავას დავუკავშირდით:
– ჩვენი ფედერაცია 2012 წელს ჩამოყალიბდა, კანოე გამოეყო ნიჩბოსნების ეროვნულ ფედერაციას, სადაც რამდენიმე სახეობა იყო გაერთიანებული – კანოე და კაიაკმა. ზაზა ნადირაძე კანოისტი გახლავთ.
4 წლის განმავლობაში, 2 მსოფლიოს ჩემპიონატის და მსოფლიო თასის, ბრინჯაოს მედლები მოვიპოვეთ და ისიც ზაზას სახელზე მოდის, – 2-ვე მედალი მან მოიპოვა, ასევე რიოს ოლიმპიადის ლიცენზიაც (ეს ევროპის სალიცენზიო ტურნირზე მოხდა). წელს მეორე ადგილი დაიკავა და შედეგი, რაც გუშინ ვნახეთ (მეხუთე ადგილი ოლიმპიადაზე), როგორც მაღალი მაჩვენებლი, – ასე მინდა შევაფასო.
– როგორც გავიგეთ, ზაზას წაყვანა აზერბაიჯანის ნაკრებს სდომებია, თუმცა თქვენ დიდი როლი გითამაშიათ მის საქართველოში დარჩენაში…
– ე.ი ზაზა ხელფასს იღებს?
– კი, მოვახერხეთ, რომ მისთვის, დაახლოებით, 1.800 ლარი ხელფასი მიგვეცა. ამიტომ მისი მადლიერი ვიქნები მუდამ. ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ, – სათანადო თანხები არ იყო, რაც გვჭირდებოდა. სპორტსმენის მომზადება, დიდწილად, ყოველთვის ფინანსებთან არის დაკავშირებული, მაგრამ სპორტის სამინისტროც და ოლიმპიური კომიტეტიც, მხარს გვიჭერდა და გვეხმარებოდა. იმედი მაქვს, ამ ოლიმპიური ციკლიდან გამომდინარე, მხარდაჭერა კიდევ უფრო გაიზრდება. იმასაც ვიტყვი, რომ გვყავს ახალგაზრდა პერსპექტიული, იმედის მომცემი კანოისტები, მაგალითად, მურმან მალანია (ფოთიდან) ზაზას კვალდაკვალ მიჰყვება. წელს, თავის ასაკობრივ კატეგორიაში ორი ვერცხლის მედალი მოიპოვა (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი). ასე რომ, აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა პრობლემები ბევრია. არ გაგვაჩნია სავარჯიშო ბაზები, ინვენტარი (ნავები, ნიჩბები) მწირია და მოძველებული მოდელებია. ვცდილობთ, ეს გამოვასწოროთ, მაგრამ ახლა უფრო დიდი იმედი მექნება, რომ ამ პრობლემებს დავძლევთ.
– ინტერნეტმომხმარებლები წერდნენ, რომ ზაზა პარალელურად თურმე მშენებლობაზე მუშაობს და ასე გამოიმუშავებს საარსებო მინიმუმს. სიმართლეა ეს?
– იყო პერიოდი, როდესაც მშენებლობაზე მართლაც მუშაობდა და უკვე დაღლილი მოდიოდა სავარჯიშოდ, მაგრამ ეს პრობლემა საბოლოო ჯამში მოვუხსენით, როდესაც მისთვის ხელფასით უზრუნველყოფა მოვახერხეთ. პერიოდი, როდესაც მშენებლობაზე მუშაობდა, ისტორიას ჩაბარდა. ეს 3 წლის წინ იყო. ახლა მხოლოდ ვარჯიშზე არის გადართული.
– რეალურად ოლიმპიადაზე რა შანსები ჰქონდა?
– მისი გამოსვლის შემდეგ, შემიძლია ვთქვა, რომ შანსები ჰქონდა. უბრალოდ, სტარტი გაურთულდა, ჩანაწერში ჩანს კიდეც, დისტანციის ბოლომდე, მესამე პოზიციაში მიდიოდა, ბრინჯაოს მედლის ზონაში, საკმაოდ, დაჯერებულად, მაგრამ ბოლო 15 წუთი მისთვის რთული აღმოჩნდა, ზედმეტი ძალები დახარჯა და უკვე იმ 15-მეტრიან მონაკვეთში მოწინააღმდეგეებმა კერძოდ, ბრაზილიელმა გადაასწრო.
განაგრძეთ კითხვა : http://www.ambebi.ge