,,3 წუთით დავტოვე და … გთხოვთ, მომეხმარეთ“ – მეხუთე დღეა, პატრონი ოთხფეხა მეგობარს ეძებს

სოციალური ქსელის მომხმარებელი დაჩი ბალიაშვილი მეხუთე დღეა ძაღლს ეძებს, რომელიც როგორც თავად წერს, გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა.

,,ვაგზალზე მატარებელს ველოდებოდით, წყლის საყიდლად გავედი, 3 წუთით დაბმული დავტოვე და გაურკვეველ ვითარებაში დაიკარგა. 12 საათამდე ვაგზალზე ვეძებდი, თურმე სახლისკენ წასულა. საბურთალოზე, დელისთან ნახეს დასისხლიანებული. სამწუხაროდ, ვერ მივუსწარი იქ აღარ დამხვდა. ყველა ეზო თუ სადარბაზო მოვიარე მიმდებარედ, მაგრამ ვერ ვიპოვე. გთხოვთ მომეხმარეთ მის პოვნაში.
სახელი სიგი, 7 წლის გოგო“, – წერს დაჩი ბალიაშვილი.

პოვნის შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე – 599 22 32 22.

კომენტარები

სხვა სიახლეები