3 წლის ბიჭუნა 4 დღე დაღუპულ დედასთან ერთად მანქანაში იყო

აშშ-ს შტატ არკანზასში, უოშიტოს ოლქში, ორი ბავშვი ოთხი დღის განმავლობაში დაღუპული დედის გვერდით მანქანაში ცხოვრობდნენ. ოლქის პოლიციის უფროსის ნეიტან გრილის თქმით, ერთდროულად ტრაგედიაც და საოცრებაც მოხდა. „ჩემი 11 წლიანი მუშაობის განმავლობაში ეს ყველაზე გასაოცარი შემთხვევაა“-ამბობს დეტექტივი.
სამი წლის ქაილენ ჰოლიმანი დედასთან და ერთი წლის ძმასთან ერთად ავტოავარიის შემდეგ გადატრიალებულ მანქანაში აღმოჩნდა. მანქანა, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ გზიდან გადავიდა და ტყის ზოლში გადავარდა. სამი წლის ქაილენმა გარდაცვლილი დედის გაღვიძება სცადა, მაგრამ ვერ შეძლო. მან მანქანის ლუქიდან გადაძრომა მოახერხა და ოთხი დღე მანქანასთან გაატარა, შემდეგ კი ადამიანების მოსაძებნად გაემართა. სამი წლის ბიჭუნა გზაზე პოლიციამ იპოვა. მათ ახლომდებარე ტერიტორია შეამოწმეს და მისი დედის ავტომობილი იპოვეს. მანქანაში ქაილენის ერთი წლის ძმა იყო, რომელიც საბავშვო სავარძელში იყო ჩაკეტილი. ორივე ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მათ გაუწყლურება აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კომენტარები

სხვა სიახლეები