3 წლის ბავშვი კლინიკის მედპერსონალმა სკამზე დააბა – საკითხს პროკურატურა სწავლობს (ვიდეო)

ბიჭი, რომელსაც კლინიკაში მკურნალობა დასჭირდა, მედპერსონალმა რეიტუზებით სკამზე მიაბა. 3 წლამდე ასაკის ბავშვი სანკტ-პეტერბურგის კლინიკაში ბავშვთა სახლიდან მოხვდა. ის პალატაში სხვა, მშობლებთან ერთად მყოფი პატარების გვერდით აღმოჩნდა.
როგორც ჩანს, ექთნებმა ეს გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ბავშვს ზედმეტი ყურადღება და დევნა არ დასჭირვებოდა.
ეს ფაქტი კლინიკაში მწოლიარე ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა გადაიღო.
როგორც აღმოჩნდა, ბიჭს მარტო სკამზე ჯდომისას არ აბამენ. ის საწოლში ყოფნის დროსაც რიკულებზეა რეიტუზით მიბმული.
ვიდეო სწრაფად გავრცელდა და დიდი გამოხმაურებაც მოჰყვა. საკითხით ადგილობრივი პროკურატურა დაინტერესდა, რომელიც ამ საკითხს სწავლობს.

კომენტარები

სხვა სიახლეები