ვერძი
ადეკვატურად შეაფასეთ თქვენი რესურსები და ნაკლებად იაქტიურეთ. ნუ იჩქარებთ სიახლეების შეტანას თქვენს ცხოვრებასა და საქმიანობაში.
კურო
შესაძლოა თქვენმა უცერემონიო ქმედებად ირგვლივმყოფებთან ურთოერთობაში დაძაბულობა შეიტანოს. აღსავსე ხართ ენერგიითა და ოპტიმიზმით, იმოქმედეთ გონივრულად და შესაძლოა მოულოდნელი საჩუქარიც დაიმსახუროთ.
ტყუპები
სასურველია გვერდი აუაროთ საკუთარ პრობლემებს და ფხიზლად ადევნოთ თვალი მიმდინარე მოვლენებს, რათა არ გამოგრჩეთ მხედველობიდან მეტად საინტერესო დეტალები.
კირჩხიბი
ამაღლებული განწყობა წარმატებული დღის წინაპირობაა, შესაძლოა დახმარებისთვის მეგობრებმა მოგმართონ და თქვენი გონივრული რჩევითა და თანადგომით წარმატებით გადაჭრათ მათი პრობლემები.
ლომი
თქვენი წარმატება პირდაპირ კავშირშია თქვენს შეუპოვრობასთან, მიზანდასახულობასთან და იმაზე თუ რამდენად ახერხებთ ყურადღებისა და ძალების კონცენტრირებას საჭირო მიმართულებით.
ქალწული
თქვენს ცხორვებაში დიდი პერსპექტივები ჩნდება. გაქვთ სურვილი შეცვალოთ ყველაფერი უკეთესობისკენ, წარმოაჩინოთ ლიდერული და ორგანიზაციული უნარები.
სასწორი
ფარული მტრების გააქტიურება და გარკვეული საკითხების საზღვრებში მოქცევა სირთულეებზე მიუთითებს, ნუ მისცემთ საშუალებას მოშურნეებს გიკარნახონ თამაშის წესები, ერიდეთ ჭორებსა და მითქმა-მოთქმას.
მორიელი
სასურველია სამომავლოდ გრანდიოზული გეგმების რეალიზებას შეუდგეთ. შეძლებთ შთაბეჭდილება მოახდინოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელობაზე, აიმაღლოთ სოციალური სტატუსი და კარიერულადაც წაიწიოთ წინ.
მშვილდოსანი
თუ ყველა დეტალს გაითვალისწინებთ და საკუთარი თავის მიმართ მეტად მომთხოვნი იქნებით, შეძლებთ გაუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს და წარმატებასაც კი მიაღწევთ.
თხის რქა
დინამიური პერიოდი და ცვლილებების დრო დადგა, გაბედულად გასწიეთ ახალი კარიერული სიმაღლეებისკენ. საინტერესო მგზავრობები და შეხვედრები გაცილებით უფრო წარმატებული იქნება ვიდრე ახლა წარმოგიდგენიათ.
მერწყული
შესაძლოა ექსტემალურ სიტუაციაში აღმოჩნდეთ ან თავი შეგახსენონ წარსულმა შეცდომებმა, წარუმატებელმა ურთიერთობებმა. იყავით ფრთხილად და ყურადღებით.
თევზები
იმედგაცრუებების ალბათობაა. იყავით წინდახედული. ძველი ურთერთშეთანხმების დარღვევა პარტნიორებთან კონფლიქტებსა და დაპირისპირებებს გამოიწვევს და საფრთხე შესაძლოა პირად ურთიერთობებსაც დაემუქროს.