3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
წინააღმდეგობრივი დღეა. საკუთარ ხასიათში აღმოაჩენთ წინააღმდეგობრივ თვისებებს, რომლებიც ბედნიერებაში ხელს გიშლით. ესაა პარტნიორის დამორჩილებისა და დანებების ერთდროული სურვილი. თუ თქვენი საპასუხო გრძნობა ისეთიივე ძლიერი არაა, უმჯობესია, დაქორწინება წლის ბოლომდე გადადოთ.

კურო
ამ დღეს შეგიძლიათ, ნებისმიერი სურვილი ჩაიფიქროთ და ის აუცილებლად ახდება. კარგი დღეა ინფორმაციის დაგროვების, მოგზაურობის, სავაჭრო გარიგებებისა და ახალი პროექტების დაგეგმვისთვის. ნუ აიკიდებთ ისეთ ტვირთს, რომლის ზიდვასაც ვერ შეძლებთ. ყველას ბედნიერების თავისი საზომი აქვს.

ტყუპები
მხოლოდ იმის გამო, რომ უარის თქმა არ შეგიძლიათ, შეიძლება იმდენი საქმე დაგატყდეთ თავს, რომ დრო აღარაფრისთვის დაგრჩეთ. წარმატებისკენ გზა ხანგრძლივი და დამღლელია, ამიტომ შეიძლება იმაზე მეტი დრო დაგჭირდეთ, ვიდრე ვარაუდობდით.

კირჩხიბი
სავარაუდოდ, რომანს გააბამთ ადამიანთან, რომელიც თქვენზე ასაკით უფროსია ან გაცილებით მაღალი სოციალური მდგომარეობა აქვს. გაითვალისწინეთ, რომ მისი ერთგულების იმედი არ უნდა გქონდეთ, რადგან ირგვლივ უამრავი ცდუნება ახვევია.

ლომი
ხელსაყრელი დღეა მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობისა და საერთო საქმის წამოწყებისთვის. ამ დღეს შეგიძლიათ, თავისუფლად გაარჩიოთ ნამდვილი ურთიერთობა სიყალბისგან. ეცადეთ, გარშემომყოფთა მოქმედებები საჭირო მხარეს მიმართოთ და გლობალური პრობლემის გადასაჭრელად გამოიყენოთ.

ქალწული
შესაძლოა, ამ დღეს „დედობრივი ინსტინქტი“ გამოავლინოთ. არც ისაა გამორიცხული, რომ მფარველის როლი მოირგოთ და ყველა ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი გახდეთ. ნუ მოახვევთ ადამიანებს საკუთარ აზრს თავზე და ნუ ეცდებით იმის გაკეთებას, რაც არ შეგიძლიათ.

სასწორი
თქვენი ოჯახისთვის იღბლიანი დღეა. სრული უფლება გაქვთ, რომ საკუთარი ნათესავებით იამაყოთ. იყავით ღია და გახსნილი, გამოიჩინეთ ცნობისმოყვარეობა და ცხოვრება თავის საუკეთესო მხარეებს დაგანახვებთ.

მორიელი
თითქმის მთელ დღეს ოჯახზე ზრუნვას მოანდომებთ. სახლში ყველაფერი თავის ადგილზე გაქვთ და ოჯახის წევრებს თავიანთი მოვალეობები გადანაწილებული აქვთ, თუმცა მტვრის უმცირესმა ნაწილაკმა შეიძლება წონასწორობიდან გამოგიყვანოთ. გირჩევთ, წვრილმანებს ნაკლები ყურადღება მიაქციოთ. მიეცით მეუღლეს გადაწყვეტილების მიღების უფლება და თავად დაინახავთ, რომ მეფურად მოგეპყრობიან.

მშვილდოსანი
ამ დღეს სიცოცხლითა და ენერგიით სავსე ხართ, რაც საშუალებას გაძლევთ საკუთარი გეგმების განხორციელებაში გარშემომყოფი ადამიანები ჩართოთ. გირჩევთ, მეტი ყურადღება მიაქციოთ კვებასა და დასვენების რეჟიმს.

თხის რქა
ამ დღეს ბევრის გაკეთებას შეძლებთ და კარგად დასვენებასაც მოახერხებთ. ბევრი თხის რქა თანამოაზრესა და პარტნიორს აღმოაჩენს. თუ არ გეშინიათ, რომ „თეთრი ყვავივით“ გამოჩნდებით, გარშემომყოფებს სთხოვეთ, საკუთარ თავზე ილაპარაკონ.

მერწყული
ამ ნიშნის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება იმდენად ძლიერი გრძნობა ეწვიოს, რომ ძველი ოჯახის დანგრევისა და ახლის შექმნის სურვილი გაუჩნდეს. ნუ იჩქარებთ, მიეცით დროს საშუალება, თქვენი გრძნობები გამოსცადოს.

თევზები
სასიყვარულო ურთიერთობებში სასიკეთო ცვლილებები გელით. მოსალოდნელია უცხოელთან რომანტიკული ურთიერთობა. ნუ გაუშვებთ ხელიდან უცხოური ენის შესწავლის შანსს. აუცილებლად გამოგადგებათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები