3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

მოემზადეთ რამდენიმე საქმის ერთდროულად გასაკეთებლად, დღეს ეს იქნება საჭირო. გარდა ამისა, თქვენ უნდა დაეხმაროთ სხვებს და უნდა იმოქმედოთ ძალიან სწრაფად, რათა ყველაფერი მოასწროთ. სამაგიეროდ, თქვენ მიიღებთ ძალიან კარგ შედეგს.

გაქვთ შანსი, დღეს მიიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც დიდ და კარგ ცვლილებებს მოიტანს.

კურო

სწრაფად უნდა იმოქმედოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძნელად თუ შეძლებთ სრულად ისარგებლოთ ყველა იმ შესაძლებლობით, რაც ამ დღეს გეძლევათ. მოერიდეთ იმ ადამიანებს, რომლებიც ბევრს ლაპარაკობენ.

შესაძლებელი იქნება ზოგიერთი საშინაო პრობლემის წარმატებით გადაჭრაც, საქმეების წარმატებით დასრულება.

ტყუპები

იყავით ოპტიმისტურად განწყობილი მაშინაც კი, როცა რამე არასწორედ მიდის და გზაზე დაბრკოლებებია. საქმე ბევრად უკეთესად არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მიეცით საკუთარ თავს გარკვეული დრო. აუცილებლად დაინახავთ შესაძლებლობებს, რასაც აქამდე ყურადღება არ მიაქციეთ.

გაჩნდება დაძაბული მომენტები, მაგრამ თქვენ სწრაფად იპოვით გზას, რომ მოაგვაროთ ყველაფერი, განმუხტოთ სიტუაცია.

საღამო რომანტიკულ სიურპრიზებს გპირდებათ.

კირჩხიბი

კარგი დღეა. სიხარულის უამრავი მიზეზი გექნებათ. საქმეები, რომლებსაც დიდი ენერგია დასჭირდა, წარმატებით დასრულდება; ყველა კმაყოფილი იქნება თქვენი შრომის შედეგით.

ლომი

იმოქმედეთ. ეს ის დღეა, როდესაც თქვენ გჭირდებათ სწრაფად რეაგირება იმაზე, რაც თქვენს გარშემო ხდება. დიახ, ხანდახან გადაწყვეტილებების მიღების დროა. თუ სწორად მოიქცევით, თქვენს წინაშე მალე ახალი კარიერული პერსპექტივები გაიხსნება.

დღე შესაფერისია მეგობრებთან შესახვედრად, რომანტიკული პაემანიც არ იქნებოდა ცუდი.

ქალწული

დღეს განსაკუთრებულად მიმდობი არ ხართ, რაც კარგია. ახლა თქვენს ირგვლივ განსაკუთრებით ბევრია, ვისაც სურს გამოიყენოს თქვენი ცოდნა, უნარები და ნიჭი საკუთარი ინტერესებისთვის.

შესაძლებელია მცირე ფინანსური ზარალი, ფულზე სიფრთხილე ღირს. პირად ურთიერთობებში დადებითი ტენდენციებია მოსალოდნელი.

სასწორი

ეცადეთ, დღის დასაწყისში არ ჩაეჭიდოთ წვრილმანებს, იფიქრეთ მნიშვნელოვანზე. ეს ის დროა, როცა შეიძლება რაიმე სერიოზული გამოგრჩეთ. მიეცით პრიორიტეტი საკუთარ თავს, ნუ უსმენთ მათ, ვინც რჩევას იძლევა. ზოგადად, რაც უფრო ნაკლები ხალხი ჩაერევა თქვენს საქმეებში დღეს, მით უკეთესი იქნება თქვენი დღე.

შუადღე ძალიან ხელსაყრელია. იღბალი თავისთავად მიდის, თქვენ აღმოჩნდებით საჭირო დროს საჭირო ადგილას.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა საქმიანი კომუნიკაციისთვის. კოლეგებთან და მენეჯმენტთან კარგად ურთიერთობთ, კარგ შთაბეჭდილებას ახდენთ ბიზნეს პარტნიორებზე და შეგიძლიათ ბევრის კეთილგანწყობა მოიგოთ. თქვენ ახერხებთ შეამჩნიოთ რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობა სხვებზე ადრე, ასე რომ მიაღწევთ დიდ წარმატებას.

პირადი ურთიერთობები გარკვეულწილად უფრო რთულია, გამოიჩინეთ დელიკატურობა და ყველაფერი მოგვარდება.

მშვილდოსანი

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული სირთულეები შეიძლება წარმოიშვას, თუა საღი აზრით იხელმძღვანელებთ, შესაძლებელი იქნება რამდენიმე პრობლემის ერთდროულად გადაჭრა. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

დღეს პოზიტიური ტენდენციების გავლენა ყოველ საათში გაიზრდება, თავს უფრო თავდაჯერებულად და ლაღად იგრძნობთ. საღამო შთამაგონებელი და საინტერესო იქნება.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა. სანერვიულო არაფერია. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან და თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ამით, რათა განახორციელოთ თქვენი გეგმები.

შეიძლება სახლში უფრო მეტი საზრუნავი გაჩნდეს, ვიდრე ჩვეულებრივ, მაგრამ ეს სერიოზულ პრობლემას არ შექმნის.

მერწყული

შესანიშნავი დღეა მნიშვნელოვანი საუბრებისთვის. თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ საერთო ენა მათთანაც კი, ვისაც ადრე არ ესმოდა თქვენი.

მეგობრები პოზიტიურ როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.

თევზები

დატვირთული დღეა. დღეს ბევრი რამ გექნებათ გასაკეთებელი. ყველაფერი მაშინვე არ მოგვარდება, მაგრამ გაქვთ შანსი, გადალახოთ ყველა დაბრკოლება, არ თქვათ უარი თქვენს გეგმებზე, თუ რამე გეგმის მიხედვით არ წავა. არ არის გამორიცხული მიიღოთ კარგი საქმიანი წინადადებები.

პირად ურთიერთობებში დიდი ცვლილებები ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ სიტუაცია, ზოგადად, ხელსაყრელია.

კომენტარები

სხვა სიახლეები