3 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ურთიერთობისა და სიყვარულის დღეა. რომანტიკული განწყობა და ცვლილებების მოლოდინი დაგეხმარებათ პარტნიორებთან მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში. წინა დღეების უსიამოვნებების მიუხედავად, თავს მშვენივრად გრძნობთ. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთან წარმატებები გელით.

კურო

ყოველდღიურ საქმიანობას მშვენივრად უხამებთ რომანტიკულ განწყობას და ცვლილებების მოლოდინს. სავარაუდოდ, მეგობრებთან და ნათესავებთან ურთიერთობა გაგირთულდებათ, მაგრამ თავშეკავებას თუ გამოიჩენთ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდება.

ტყუპები

სწორედ ამ დღეს შეიძლება დაიწყოს ახალი რომანტიკული ურთიერთობა ან განახლდეს ძველი. ყოველდღიური საქმიანობა ცოტათი გაართულებს ურთიერთობას მეგობრებთან და ნათესავებთან, თუმცა კომუნიკაბელურობის წყალობით, ყველა გაუგებრობას მოაგვარებთ. მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც წლების წინ მოგწონდათ. ეცადეთ ამ დღეს თავი შეიკავოთ ალკოჰოლური სასმელის და ყველაფერი იმის მიღებისგან, რაც ჯანმრთელობას დააზიანებს.

კირჩხიბი

ყოველდღიურ საქმიანობას წარმატებით ათავსებთ რომანტიკასთან და ცვლილებების მოლოდინთან. შემოქმედებითი აღმაფრენა გეწვიათ, ამიტომ ყველა საქმეს წარმატებით გაუმკლავდებით. მოსალოდნელია დიდი ხნის უნახავ მეგობრებთან შეხვედრა.

ლომი

რომანტიკული განწყობა და ზეიმის მოლოდინი პირადი ცხოვრების მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაში დაგეხმარებათ. ახლობელი ადამიანი ფასდაუდებელ სამსახურს გაგიწევთ და მის ერთგულებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან წარმატება გელით.

ქალწული

ამ დღეს სახლის საქმეებს მშვენივრად შეათავსებთ რომანტიკულ განწყობასთან. საქმიან პეტნიორებთან ერთად მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას შეძლებთ.წინა დღეებში განცდილი უსიამოვნებების მიუხედავად, თავს მშვენივრად გრძნობთ და ყველა საქმის წარმატებით დასრულებას შეძლებთ. გამორიცხული არაა, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ. საპირისპირო ქსესის წარმომადგენელთან ურთიერთობა თქვენზე წამალზე უკეთ მოქმედებს, ამიტომ ხშირად ისარგებლეთ ასეთი მკურნალობით.

სასწორი

პოზიტიური დღეა. იმის ალბათობა, რომ პრობლემის მოგვარებას შეძლებთ, ძალიან მაღალია, მაგრამ წლის ბოლოს ახალი პროექტების დაწყებას მათი დაგეგმვა ჯობია. სასწორი ქალები ყურადღების ცენტრში მოექცევიან და ადვილად შეძლებენ იმის მოპოვებას, რაც ადრე მიუღწეველი ეჩვენებოდათ.

მორიელი

ამ დღეს ამაღლებულ განწყობაზე ხართ, ამიტომ კრიტიკულ სიტუაციებშიც კი პრობლემებთან გამკლავებას შეძლებთ. ყველაფრის მიუხედავად, მნიშვნელოვანი საქმეების კეთება ჯობია, სამომავლოდ გადადოთ.

მშვილდოსანი

კარგი განწყობა ახალი რომანტიკული ურთიერთობის დაწყებაში ან ძველის გაგრძელებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ თავი შეიკავოთ, ყველაფრისგან, რამაც შეიძლება ორგანიზმი დააზიანოს, განსაკუთრებით თავი შეიკავეთ სპირტიანი სასმელებისგან.

თხის რქა

სავარაუდოდ, დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდებით და მასთან ერთად დროს სასიამოვნოდ გაატარებთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობა თქვენზე სასიკეთო გავლენას მოახდენს. გამორიცხული არაა, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. მომავალ წელს წარმატებას სწორედ მისი დახმარებით მიაღწევთ.

მერწყული

ამ პერიოდში თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი შემცირებულია. მომავალს შიშით და ეჭვით უყურებთ. ბიზნესის სფეროში დასაქმებულ მერწყულები შესაძლოა დეპრესიამ შეაწუხოს. გირჩევთ იპოვოთ მოკავშირე, რომ მისი დახმარებით დაწყებული საქმე ახალ წლამდე დაასრულოთ.

თევზები

ეს დღე სიყვარულს და ურთიერთგაგებას განასახიერებს, ამიტომ არასტაბილური ფსიქოემოციური მდგომარეობა დროებით მეორე პლანზე გადაიწევს. მეტ-ნაკლებად რთული საკითხები თავისთავად მოგვარდება. ხელსაყრელი დროა მგზავრობისთვის. ბოლოს და ბოლოს სიმშვიდისა და სიხარულის განცდა დაგიბრუნდათ.

კომენტარები

სხვა სიახლეები