3 ნიშანი იმისა, რომ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ

მამაკაცი, ქალისგან განსხვავებით, სიყვარულს სხვაგვარად გამოხატავს. ქალის სიყვარული ემოციურია, სიკეთით და მზრუნველობით სავსე. ის საყვარელი მამაკაცისთვის ყველაფერს გასცემს, გვერდში უდგას, მისი ერთგულია და სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია. მაგრამ როგორ უნდა გაარკვიოთ, ნამდვილად უყვარხართ თუ არა მამაკაცს?

ამას ამ 3 მინიშნებით გაიგებთ:

მამაკაცი საჯაროდ ამბობს

თუ მამაკაცს ნამდვილად უყვარხართ, ამაზე ყველას გასაგონად ყვება. გაგაცნობთ მეგობრებსა და ახლობლებს, რაც ოფიციალურ სტატუსს მოგანიჭებთ და გაგრძნობინებთ, რომ თქვენთან ურთიერთობას სერიოზულად უყურებს – ამაყობს თქვენთან ყოფნით. ხოლო თუ წარგადგენთ, როგორც მეგობარს ან თავს არიდებს, გაგაცნოთ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანები, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთად დიდხანს ვერ იქნებით.

მამაკაცი უზრუნველყოფს

მოსიყვარულე მამაკაცი საშუალებას არ მოგცემთ, ფულის თხოვნა დაგჭირდეთ. ის ყველაფრით უზრუნველგყოფთ. უზრუნველყოფა მხოლოდ ფულის მოტანით არ განისაზღვრება. აქ რაიმე პრობლემის გადაჭრის საკითხიც დგას. თუ მამაკაცს რაიმეში დახმრებას სთხოვთ, ის კი უარს გეუბნებათ, ე.ი. თქვენი მამაკაცი არ არის.

მამაკაცი გიცავთ

დაცვაში არ იგულისხმება მხოლოდ ფიზიკური ძალის გამოყენება, მის წინააღმდეგ, ვინც ტკივილს მოგაყენებთ. ეს შესაძლოა რაიმე სახის ღირებული რჩევა ან რაიმეში დახმარების მცდელობა იყოს, რაც მას თქვენთვის უსაფრთხოდ ეჩვენება. ქალებმა უნდა აღიარონ, რომ კაცებს სხვაგვარად უყვართ და ეს სიყვარული ხშირად სწორედ ამ 3 ნიშნით გამოიხატება – წარდგენა, დაცვა და უზრუნველყოფა.

ზოგიერთ ქალს ჰგონია, რომ მამაკაცებს აღარაფერი შეუძლიათ. თუმცა ისინი არ აკეთებენ იმას, რასაც მათგან არ ელიან, რადგან არაფერი უთხოვიათ. თქვენ უნდა აიძულოთ მამაკაცი, მეტს მიაღწიოს, უკეთესი გახდეს.

მაგრამ გახსოვდეთ, მოთხოვნებს რბილი სახე უნდა მისცეთ, რომ ის ულტიმატუმს არ დაემსგავსოს.

პენი ლეინი

წყარო: http://www.reitingi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები