3 მარტს „სისხლისფერი მთვარე“ სრულად დაბნელდება

2026 წლის 3 მარტს ცაზე იშვიათი ასტრონომიული მოვლენა დაფიქსირდება — წლის პირველი მთვარის სრული დაბნელება, რომლის დროსაც დედამიწის თანამგზავრი მუქი წითელი ელფერით შეიღებება. სრული დაბნელების ხანგრძლივობა 74 წუთი იქნება.

მეცნიერების თქმით, ამ პერიოდში მთვარე ე.წ. „სისხლისფერ“ შეფერილობას მიიღებს. ეს ფენომენი აიხსნება იმით, რომ მზის სხივები დედამიწის ატმოსფეროში გარდატეხისა და გაფანტვის შემდეგ აღწევს მთვარემდე. ატმოსფერო ლურჯ სპექტრს შთანთქავს, ხოლო წითელ სხივებს ატარებს, რის შედეგადაც მთვარე მუქი წითელი ტონებით ჩანს.

ასტრონომების შეფასებით, მსგავსი მოვლენები დიდ ინტერესს იწვევს როგორც მეცნიერებში, ისე ცის მოყვარულ დამკვირვებლებში. დაკვირვება შესაძლებელი იქნება იმ რეგიონებში, სადაც ცა მოწმენდილი იქნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები