3 მარტს დედის დღე აღინიშნება – როგორ დაწესდა სადღესასწაულო დღე დედებისთვის

3 მარტი დედის დღედ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. პირველი პრეზიდენტის გადაწყვეტილება 1991 წელს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა. დასავლეთის ქვეყნებში დედის დღეს 11 მაისს აღნიშნავენ. დედის დღე დედისადმი პატივისცემისა და სიყვარულის გამოხატვის დღეა.
არსებობს მითი, რომ დედის დღე ყვავილებით მოვაჭრეთა გამოგონებაა. ყოველ შემთხვევაში, გერმანიაში ეს ეჭვი სრულიად გამართლებული ჩანს: დღესასწაული, რომელიც იქ 1923 წლიდან აღინიშნება, ფლორისტიკის ბიზნესით დაკავებულთა ინიციატივით დაარსდა. თუმცა იდეა გერმანელ მეყვავილეებს როდი ეკუთვნით. დედის დღის სამშობლოდ შეერთებული შტატებია მიჩნეული. აქვე უნდა ითქვას, რომ ლაპარაკია ამ დღესასწაულის თანამედროვე ფორმაზე, თორემ დედის დღის აღნიშვნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს და სათავეს ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში იღებს. დედის დღეს საქართველოში ქალთა საერთაშორისო დღე 8 მარტი უნდა შეეცვალა, თუმცა 3 მარტი, როგორც დედის დღე, ცალკე აღინიშნება.

კომენტარები

სხვა სიახლეები