ვერძი
ავანტიურა გაგიტაცებთ. შეიძლება ოჯახის წევრებიც აიყოლიოთ. მთავარია, უფროსმა გადაუდებელი საქმეების შესრულება არ დაგავალოთ. ახალ შემოთავაზებებზე უარი არ თქვათ.
კურო
მართალია, მუშაობის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოგიდგენიათ, მაგრამ დღეს უნდა დაისვენოთ. გადაიკითხეთ კლასიკოსები. საღამოს მეგობრები შინ მოიპატიჟეთ.
ტყუპი
ოჯახის წევრები გემრიელობებით გაგანებივრებენ; საყვარელი ადამიანი – მზრუნველობით. თქვენი მხრიდან ცოტა ჭირვეულობა დასაშვებია. საღამოს მეგობრებს ესტუმრეთ, იმხიარულეთ.
კირჩხიბი
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისთვის. ჩამოართვით ოჯახის წევრებს გაჯეტები და ერთად გაემგზავრეთ ქალაქგარეთ, მდინარის, ან ტბის პირას.
ლომი
სამსახურის საქმეებზე არც იფიქროთ. დაისვენეთ, გამოიძინეთ. დღე საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.
ქალწული
გამოიძინეთ, დაისვენეთ. შეეხმიანეთ მეგობრებს, გაემგზავრეთ ერთად ქალაქგარეთ. საღამოს წაიკითხეთ, უყურეთ თქვენს საყვარელ გადაცემებს.
სასწორი
პირადული ამბები მხოლოდ ერთგულ მეგობრებს გაანდეთ. გულახდილი საუბარი უამრავ დეტალს თავიდან აღმოგაჩენინებთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.
მორიელი
ენერგიული ხართ და იდეებისა და გეგმების განხორციელება არ გაგიჭირდებათ. მცირედით დაიწყეთ. საღამოს სალონში შეიარეთ, შემდეგ მეგობრებთან.
მშვილდოსანი
სასიამოვნო საქმიანობით დაკავდით. მოინახულეთ მეგობრები, ნათესავები. თუ ფინანსური მდგომარეობა საშუალებას გაძლევთ, ოჯახის წევრები სიურპრიზებით გაანებივრეთ.
თხის რქა
თუ მუშაობის გარეშე გაძლება გიჭირთ, სასიამოვნო საქმიანობით შემოიფარგლეთ. საღამოს საყვარელ ფილმებს უყურეთ, იკითხეთ, გემრიელი ვახშამი მიირთვით.
მერწყული
ჰობი ან გასართობი ახალი ადამიანების გაცნობაში დაგეხმარებათ. კარგი დღეა რემონტის დასაგეგმად. მეუღლესთან ერთად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა.
თევზები
მხიარულების, ავანტიურის განწყობაზე ხართ, ოჯახის წევრებიც აიყოლიეთ. შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.