ვერძი
დილა პრაქტიკულ საქმეებს დაუთმეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. საღამო შინ, მშვიდ გარემოში გაატარეთ.
კურო
დილა დასვენებას, გამოძინებას დაუთმეთ. იყავით მიზანმიმართული, პრაქტიკული. ნუ დახარჯავთ დროსა და ენერგიას არაფრისმომცემ საქმეებზე.
ტყუპი
ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს, მაგრამ თვალი ადევნეთ მიმდინარეებს. შეამცირეთ ურთიერთობები. მეტი ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ.
კირჩხიბი
თუ დარწმუნებული არ ხართ საკუთარ ძალაში, სიმართლეში ნურავის შეეწინააღმდეგებით. საქმიან და პარტნიორულ ურთიერთობში მეტი დიპლომატია გმართებთ.
ლომი
დასვენება და შემოქმედებითი იდეების განხორციელება გსურთ, მაგრამ საქმეებსაც უნდა მიხედოთ. მეტი მზრუნველობა გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ. გარშემო მყოფებთ ურთიერთობისას – დისტანცია.
ქალწული
შეამცირეთ არაფრისმომცემი საუბრები და ურთიერთობები. კარგი დღეა ავეჯის გადასაადგილებლად. მოერიდეთ სპორტულ აქტიურობებს.
სასწორი
ყური დაუგდეთ მშობლებს, გამოცდილი ადამიანების რჩევებს. განაახლეთ ოჯახური ტრადიციები. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მორიელი
მოერიდეთ ურთიერთობას თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან, იმ საქმის შესრულებას, რომელიც სიამოვნებას არ განიჭებთ.
მშვილდოსანი
იყავით ხალისიანი, დიპლომატიური ურთიერთობებში. თუ პირადი ფინანსური კეთილდღეობა გადარდებთ, დროა, სამოქმედო გეგმა ჩამოწეროთ.
თხის რქა
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ გარშემო მყოფების საქმეებს და მეტი საკუთარ პრობლემებს. დაზოგეთ ენერგია, ნუ გაართულებთ ურთიერთობას გავლენიან ადამიანებთან.
მერწყული
გამონახეთ დრო განმარტოებისთვის, გადახედეთ წარსულში ჩადენილ შეცდომებს, შეძლებისდაგვარად გამოასწორეთ ისინი. დაისახეთ სამომავლო გეგმები.
თევზები
იყავით მეტად მიზანმიმართული, დამოუკიდებლად იმოქმედე. გამოიჩინეთ მეტი ინტერესი თქვენთვის საინტერესო თემებისადმი. ბავშვებისა და გარშემო მყოფებისთვის მისაბაძი ადამიანი უნდა გახდეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge