3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარე საღამოს მორიელის ზოდიაქოს ნიშანში გადადის.

უგეზო მთვარეა 10:15 დან – 18:14მდე; ამ დროს წამოწყებული საქმეები დიდი ალბათობით შედეგს არ გამოიღებს, ასევე არ არის სასურველი სამედიცინო მანიპულაციების ჩატარება.

ვერძი

კომუნიკაციებითა და შეხვედრებით დახუნძლული დღეა. იაქტიურეთ, შემოიკრიბეთ თანამოაზრეები და მეტი დრო გაატარეთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენზე სასიკეთო ზეგავლენას ახდენენ.

კურო

დღეს სჯობს დაკავდეთ მსუბუქი საქმიანობით, რაიმე ისეთიც რაც პროდუქტიულიცაა და სასიამოვნოც. მეტად დაისვენეთ, მოდუნდით, გაანებივრეთ საკუთარი თავი, თუნდაც მცირე შენაძენით. მოუსმინეთ სხეულს, შეგრძნებებს.

ტყუპები

დღეს მეტი თავშეკავება და დაკვირვებულობა გმართებთ, ახალს ნურაფერს წამოიწყებთ, მოლაპარაკებებისას სჯობს ინიციატივა სხვას დაუთმოთ. ზომიერება გამოიჩინეთ ფინანსებთან დაკავშირებით.

კირჩხიბი

შეინარჩუნეთ პოზიციები ნებისმიერ საქმიანობაში, იყავით მეტად თავდაჯერებული, თვალი მიადევნეთ კონკურენტთა სტრატეგიულ ნაბიჯებს, გამოიყენეთ ძველი გამოცდილება და ისე იმოქმედეთ.

ლომი

ახლა ახალი წამოწყებებისთვის შესაფერისი დრო არ არის, სჯობს ძველი, გაჭიანურებული საქეების მოგვარებაზე იზრუნოთ. დახმარებისთვის შეგიძლიათ დროში გამოცდილ, საიმედო მეგობრებს მიმართოთ.

ქალწული

აქტიური დღეა, ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები, შეგიძლიათ სხვებსაც გაუწიოთ დახმარება, მოაწესრიგეთ საბუთები, თქვენი სივრცე და მეტი დრო დაუთმეთ იმ საკითხების დალაგებას, რომელსაც აქადე ნაკლებ დროს უთმობდით.

სასწორი

ახალი საინტერესო ნაცნობობის, ახალი კონტაქტების დღეა, შესაძლოა მოგზაურობაც კი დაგეგმოთ ახლო მომავალში. სასიამოვნო სიახლე გაგიფერადებთ და აამაღლებს თქვენს განწყობას.

მორიელი

ეცადეთ უფრო ოპტიმისტურად შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს. ოჯახში თუ პირად ცხოვრებაში გარკვეულმა უსიამოვნებამ შეიძლება იჩინოს თავი. სჯობს ყველაფერი მშვიდობიანად გაარკვიოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა გაუგებრიბებმა იჩინოს თავი, ნუ იქნებით გარშემომყოფთა მიმართ მკაცრი, უფრო მეტი გაგებით მოეკიდეთ მათ. შეხედეთ მიმდინარე მოვლენებს ფილოსოფიურად. ყველაფერი რაც ხდება დროულია.

თხის რქა

ეს დღე კარგ შესაძლებლობებს გთავაზობთ, შეიქმნით პოზიტიური განწყობა. შეგიძლიათ დაგეგმოთ პატარ-პატარა სიახლეები, გააფართოვეთ საკომუნიკაციო სივრცე, გამოიყენეთ საქმიანობისთვის სოციალური ქსელები.

მერწყული

დაკავდით ჩვეული საქმიანობით, მნიშვნელოვანს ნურაფერს შეეჭიდებით. სთხოვეთ დახმარება თქვენს მიმართ კარგად განწყობილ კოლეგებსა და მეგობრებს, ნუ განაწყენდებით ყველა წვრილმანზე.

თევზები

შესაძლოა გარკვეულმა სირთულეებმა იჩინოს თავი, ამიტომ ნუ დაგეგმავთ მნიშნელოვან საქმეებს, მოუფრთხილდით ჯანმრთელობას და იზრუნეთ ენერგოტონუსისა და განწყობის ამაღლებაზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები