3 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დილიდან ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების გეგმა. მოაგვარეთ ყოველდღიური საკითხები, ახალი არაფერი წამოიწყოთ. საღამო შინაურულ გარემოში გაატარეთ.

კურო
წარმატებით განახორციელებთ მატერიალურ საკითხებს. კოლეგების დახმარებით ყველა საკითხს მარტივად მოაგვარებთ. საღამოს კონცერტს, გამოფენა-გაყიდვას დაესწარით.

ტყუპი
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. კარგი დღეა შეხვედრების, მოლაპარაკებების გასამართავად. საღამო ჰარმონიულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
კარგი დღეა საქმიანი და პირადი საუბრებისთვის, მგზავრობის დასაწყებად. საზოგადო ნიშნები წარმატებასა და პოპულარობას მიაღწევენ. ზოგიერთი ჩანაფიქრისა და იდეის განხორციელებას შეძლებთ.

ლომი
წარმატება გელით პირად და სამსახურის საქმეებშიც. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება გარშემომყოფებთან. სასურველის მისაღწევად გაბედულად იმოქმედეთ, დაბრკოლებებს ნუ შეუშინდებით.

ქალწული
კარგი დღეა უძრავი საკითხების მოსაგვარებლად, საბუთების გასაფორმებლად, საყიდლების, კაპიტალდაბანდებისა და საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობის მისაღებად.

სასწორი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. მოსალოდნელია რომანტიკული პაემანი, – ურთიერთობის გაუმჯობესება საყვარელ ადამიანთან.

მორიელი
წარმატება გელით საქმეების მოგვარებისას. მატერიალურ კეთილდღეობას მოგიტანთ ის საქმეც კი, რომელზეც ხელი გქონდათ ჩაქნეული. კარგი დღეა სწავლისთვის. შეეხმიანეთ ნათესავებს.

მშვილდოსანი
დაწყებულ საქმეებსაც მოაგვარებთ და ახალ პროექტებსაც განიხილავთ. ზოგიერთს დაწინაურება ელის. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

თხის რქა
საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმეებით დატვირთული დღე გელით. კარგი დღეა შემოქმეებითი იდეების განსახორციელებლად, ბინის მოსაწყობად. გამონახეთ დრო ვარჯიშისთვის.

მერწყული
ენერგიული ხართ და მეტი შემართებით უნდა იმოქმედოთ. ჰარმონიული დღე გელით. უსიამოვნებები თავისით მოგვარდება. გააუმჯობესეთ საქმიანი და პირადი ურთიერთობები.

თევზები
კარგი დღეა ვარჯიშისთვის, ინტელექტუალური და მსუბუქი ფიზიკური საქმიანობისთვის. საჭირო ინფორმაციას მიიღებთ და დაწყებული პროექტების დასრულებასაც შეძლებთ.

წყარო: http://astrologi.ambebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები