ვერძი
სიყვარულის, სიკეთის, სიმშვიდისა და ურთიერთობების დღეა. ცვლილებების სურვილმა და რომანტიკულმა განწყობამ შეიძლება საქმიან პარტნიორებთან პრობლემები მოაგვაროს. წინა დღეების უსიამოვნებების მიუხედავად, თავს მშვენივრად გრძნობთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან ურთიერთობა წარმატებული იქნება.
კურო
ყოველდღიურ საქმიანობას მშვენივრად უხამებთ რომანტიკულ განწყობას. მეგობრებთან და ნათესავებთან დაძაბული ურთიერთობა გაქვთ, მაგრამ თავს თუ შეიკავებთ, სერიოზული არაფერი მოხდება.
ტყუპები
პლანეტების მტკიცებით, ეს ახალი რომანტიკული ურთიერთობების დაწყების ან ძველის გაგრძელების დღეა. ყოველდღიურ საქმეებს ნათესავებთან ან მეგობრებთან დაძაბული ურთიერთობა გაგირთულებთ, თუმცა თქვენი კომუნიკაბელურობის წყალობით, ყველაფერს მშვენივრად მოაგვარებთ. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებთ, განსაკუთრებით, სპირტიანი სასმელებისგან.
კირჩხიბი
ყოველდღიურ რუტინას რომანტიკულ განწყობასთან ახამებთ. ამჟამად ისეთ „ტალღაზე“ ხართ, რომ ნებისმიერ საქმეს წარმატებით დაასრულებთ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდეთ.
ლომი
რომანტიკული განწყობა და ზეიმის მოლოდინი პირადი ცხოვრების პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებათ. სავარაუდოდ, ახლობელი ადამიანი ფასდაუდებელ დახმარებას გაგიწევთ და მის ერთგულებაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან სასიამოვნო ურთიერთობა გელით.
ქალწული
ამ დღეს საქმიან პარტნიორთან ერთად მნიშვნელოვანი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ. წინა დღეების უსიამოვნებების მიუხედავად, თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ. შესაძლოა, დიდი ხნის უნახავ მეგობარს შეხვდეთ. საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან შეხვედრა თქვენზე პოზიტიურად მოქმედებს, ამიტომ პერიოდულად, „მკურნალობის“ ამ მეთოდს უნდა მიმართოთ.
სასწორი
სასიამოვნო დღეა. ამ დღეს ნებისმიერი პრობლემის მოგვარების შანსი მაღალია, თუმცა წლის ბოლოს ახალი პროექტების დაწყება მაინც არ ღირს. ჯობს, წლის დასაწყისამდე მოიცადოთ. განსაკუთრებით წარმატებული კოლექტიური საქმიანობა იქნება. ქალები საყოველთაო ყურადღების ცენტრში იქნებიან და ადვილად მიიღებენ იმას, რაც ადრე მიუღწეველი ეჩვენებოდათ.
მორიელი
ამ დღეს ემოციურად ამაღლებულ განწყობაზე ხართ. კრიტიკულ სიტუაციაშიც კი ეცადეთ, პრობლემებს გაუმკლავდეთ, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელება უკეთესი დროისთვის უნდა გადაიტანოთ.
მშვილდოსანი
კარგი განწყობა მშვენიერი წინაპირობაა რომანტიკული ურთიერთობების დაწყების ან ძველის გაგრძელებისთვის. თავი შეიკავეთ ყველაფრისგან, რაც ჯანმრთელობას დაგიზიანებთ, განსაკუთრებით სპირტიანი სასმელებისგან.
თხის რქა
სახლიდან გასვლას თუ გადაწყვეტთ, დიდი შანსია, რომ ძველ მეგობარს შეხვდეთ. საპირისპირო სქესთან ურთიერთობა თქვენზე უაღრესად სასიკეთო გავლენას ახდენს. გამორიცხული არაა, რომ გავლენიანი მფარველი გამოგიჩნდეთ. მომავალ წელს წარმატებას სწორედ მისი დახმარებით მიაღწევთ.
მერწყული
ამ დღეს თქვენი სასიცოცხლო პოტენციალი იკლებს. ბიზნესის სფეროში დასაქმებული მერწყულები დაღლილობასა და დეპრესიას იგრძნობენ. ეცადეთ, მოკავშირე იპოვოთ ან ძალები გონივრულად გაანაწილოთ, რომ დაწყებული საქმე ახალი წლის დაწყებამდე დაასრულოთ.
თევზები
ეს დღე სიცოცხლის სიყვარულსა და ურთიერთგაგებას განასახიერებს. შესაძლოა, არასტაბილური ფსიქოემოციური მდგომარეობა დროებით გაქრეს. მეტ-ნაკლებად მწვავე პრობლემები შეიძლება თავისით გაქრეს. სიმშვიდისა და სიხარულის განცდა დაგიბრუნდებათ.