3 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

111
SHARE

ვერძი
სასიამოვნო ამბავს გაიგებთ. დღე დასვენებას, სუფთა ჰაერზე სეირნობას დაუთმეთ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ და არც კომპლიმენტები დაიშუროთ.

კურო
ეცადეთ, მთელი დღე თქვენთვის სასიამოვნო ადამიანების გარემოცვაში გაატაროთ. შეხვდით თანამოაზრეებს, განიხილეთ სამომავლო გეგმები. საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ.

ტყუპი
დაიხმარეთ ნათესავები და მოაგვარეთ საოჯახო საქმეები. საღამოს მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი. გაიხსენეთ მხიარული ამბები, გადაათვალიერეთ საბავშვო ალბომი.

კირჩხიბი
დილით საქმიანი შეხვედრა თქვენ სასარგებლოდ დასრულდება. გათავისუფლდით გამოუსადეგარი ნივთებისგან. საღამო ნათესავების ან მეგობრების გარემოცვაში გაატარეთ.

ლომი
დღეს არ იზარმაცოთ, დილა ვარჯიშით დაიწყეთ. შეხვდით მეგობრებს, ბუნებაში გაისეირნეთ. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად მოამზადეთ ვახშამი.

ქალწული
საორგანიზაციო საკითხები დღის პირველ ნახევარში მოაგვარეთ. მაქსიმალური ყურადღება გმართებთ უმნიშვნელო დეტალის მიმართაც კი. ახლობლებისგან მატერიალურ დახმარებას მიიღებთ. საღამოს გადაიკითხეთ საყვარელი წიგნი, ან საყვარელ კომედიას უყურეთ.

სასწორი
დღეს არ უნდა იყოყმანოთ და სწრაფად მიიღოთ გადაწყვეტილებები. ყველა მნიშვნელოვანი საქმე შუადღემდე დაასრულეთ. საღამოს ავტომობილით ან ველოსიპედით ისეირნეთ.

მორიელი
დილა საქმეებს დაუთმეთ, საღამო – საყვარელ ადამიანს. დღეს შეიძლება სულით მონათესავე ადამიანი გაიცნოთ. მასთან ურთიერთობა განწყობას გაგიუმჯობესებთ.

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეებს. ყურადღება გმართებთ საყიდლებისას. შესაძლოა, სტუმრების გამასპინძლებამ მოგიწიოთ. საღამოს მეგობრებს შეხვდით.

თხის რქა
დილა ვარჯიშით დაიწყეთ. კარგია სირბილიც. შეიცვალეთ ვარცხნილობა, ჩაცმის სტილი. შუადღე სწავლას დაუთმეთ, საღამოს კინოსეანსს, ან კონცერტს დაესწარით.

მერწყული
სახლის დალაგება, რემონტი, უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება დილის დაგეგმეთ. მეტი დრო დაუთმეთ შვილებთან ურთიერთობას. თუ წვეულების მოწყობას აპირებთ, მეგობრებთან და ნათესავებთან ერთად მეზობლებიც უნდა დაპატიჟოთ.

თევზები
დღეს რამდენიმე წვეულებაზე დაგპატიჟებენ და ეცადეთ, ცოტა ხნით ყველასთან შეირბინოთ. თუ საყვარელ ადამიანს წაიყვანთ, დროს რომანტიკულადაც გაატარებთ.

წყარო:http://www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი