3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

69
SHARE

ვერძი
აუცილებლად აასრულეთ ახლობლებისთვის მიცემული დანაპირები. კარგი დღეა ფიცის დასადებად, ქორწინების გასაფორმებლად. მოერიდეთ ილუზიებში გადავარდნას, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

კურო
გაფრთხილდით, ტრავმული დღეა. მოერიდეთ ვარჯიშის დროს რთული ილეთების შესრულებას. აგრეთვე – ემოციურ გადაღლას. შეიძლება თავი იჩინონ ძველმა დაავადებებმა.

ტყუპი
თუ დღეს ისეთ საქმიანობას შემოგთავაზებენ, რომელიც თქვენთვის მიუღებელია, “არას” თქმა ნუ მოგერიდებათ. გარშემო მყოფებმა თქვენს სურვილებსაც უნდა გაუწიონ ანგარიში.

კირჩხიბი
საინტერესო აღმოჩენები და შემოთავაზებები გელით. რასაც მოისურვებთ, აგისრულდებათ. ყურადღებით იყავით, არ გაუშვათ შანსი ხელიდან.

ლომი
მოგზაურობის დაწყება თუ ექსკურსია ფულის ხარჯვასთან იქნება დაკავშირებული. ამიტომ, უმჯობესია

დღეს იმუშაოთ და გართობა სხვა დღისთვის გადადოთ. ნურავის ანდობთ ფინანსებს, საფულეს.

ქალწული
კარგი დღეა საქმეების დასასრულებლად. ყურადღებით აკეთეთ თქვენი საქმე და ნურც გარშემო მყოფებზე დაკვირვებას მოადუნებთ.

სასწორი
ნუ იზარმაცებთ, კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. სიფრთხილე გმართებთ იურიდიული საბუთების გაფორმება-მოგვარებისას.

მორიელი
დღეს შეიძლება ვიღაცას თქვენი უფროსობა, თქვენთვის ჭკუის სწავლება მოუნდეს. მშვიდად და ზედმეტი ემოციების გარეშე მიახვედრეთ პატივცემული, რომ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი თავად ხართ.

მშვილდოსანი
ახალ ნაცნობებს და ახალ გასართობს გაიჩენთ. კარგი დღეა სწავლისა და კვალიფიკაციის ასამაღლებლად.

თხის რქა
ახალი, საინტერესო სამუშაო გამოგიჩნდებათ, რომელსაც შესაბამისად აგინაზღაურებენ. იყავით მობილიზებული და აქტიური.

მერწყული
ზოგიერთს დიდი ხნის მეგობართან ან კოლეგასთან რომანტიკული საუბარი და რომანის დაწყება ელის. ჯერჯერობით საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი ახალი გატაცების ამბავი.

თევზები
დღეს გარშემო მყოფების სასარგებლოდ მოგიწევთ მუშაობა. პირადი საქმეები და რომანტიკული შეხვედრები სხვა დღისთვის გადადეთ.

 

წყარო: www.astrologi.ge

FB კომენტარები

კომენტარი