3 თვის ბავშვი უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა

44
SHARE

პატარა ამერიკელი ჯეკ ვოლფმანი სულ რაღაც 3 თვისაა და მას უკვე უნივერსიტეტსა და სტუდენტურ საფეხბურთო გუნდში ელოდებიან. როდესაც პატარა ჯეკი 3 კვირის იყო, მისმა მამამ, რომელიც ამთავრებდა ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტს და სტუდენტური საფეხბურთო გუნდის დიდი ქომაგი იყო, სასწავლებლის ადმინისტრაციას სახუმარო წერილი გაუგზავნა, სადაც ის იტყობინებოდა, რომ მისი შვილი უკვე მზადაა, გახდეს გუნდის წევრი. წერილს კი დაურთო შვილის სურათი, რომელზეც 3 კვირის ჯეკი უნივერსიტეტის გუნდის ფორმაშია გამოწყობილი. ძალიან მალე ოჯახმა მიიღო საპასუხო წერილი მთავარი ტრენერისგან – ურბან მეიერისგან, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ სასწავლებელი მზადაა 2033 წელს მიიღოს ჯეკ ვოლფმანი თავის გუნდში. ოჯახმა დიდი მადლობა გადაუხადა ადმინისტრაციას და საპასუხო წერილზე მისწერა, რომ ისინი მიმოწერას ჩარჩოში შეინახავენ, რათა უნივერსიტეტმა არ დაივიწყოს დაპირება.

Comments

comments